• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეის-ში წერაობა არ იყო საჭირო”; “ესეც სრული ვიდეო… ასეთი მატყუარა ექიმი არ შეგხვდეთ…” – არკადი კიშკო და მელორ ვაჩნაძე

ალია ავტორი - ალია
21:13 03-29-2024
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,975
სამოქალაქო აქტივისტ, მელორ ვაჩნაძის ბრალდებებს, ვივამედის ექიმი, ტრავმატოლოგი არკადი კიშკო პასუხობს და წერს რომ 100 პროცენტით ფსიქოტროპული, ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ წაიქცა პირველი ოპერაციის შემდეგ, თუმცა, არ წერს, საიდან აქვს, მისივე თქმით, ასეთი ზუსტი ინფორმაცია პაციენტის გადაადგილებასა და მის მდგომარეობაზე, ასევე არ წერს, აქვს თუ არა დადასტურებული აღნიშნულის, მაგალითად სისხლის, ან შარდის ანალიზით.
არკადი კიშკო:
მ. ვაჩნაძის გუშინდელი პოსტთან (ცილისწამებასთან) დაკავშირებით მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მისი მე2 ოპერაციის მსვლელობის დროს აღმოჩნდა ლავიწის ძვლის სრულიად ახალი მოტეხილობა, რომელიც მიღებულია პოსტოპერაციულ პერიოდში და ოპერაციასთან დაკავშირებული არ არის. (სურათებიც გადაღებული გვაქვს)
ანუ, 100%-თ, ავადმყოფი ამბულატორულად ფსიქოტროპული ან/და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ წაიქცა, წაიბორძიკა ან ხელი მოიქნია, რაც მისთვის იყო კატეგორიულად აკრძალული.
კიდევ. პატივცემულებო, თუ ვინმეს ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება, მე2-თ დაუწვება მას ოპერაციაზე და კისერი მიუშვერს დანას??? თუ არ არის მისი ბრალი???
ბოლოს. ფეის-ში წერაობა და საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნა სულ არ იყო საჭირო. იმ დღეს იყო დაგეგმილი 4 ოპერაცია, რომლებიც ინიშნება ასაკის, სიმძიმის და სხვა მონაცემების მიხედვით და ავადმყოფს მოუწია მე4 რიგი.
არკადი კიშკოს წერილს პასუხობს მელორ ვაჩნაძე და აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ის ექიმს ეხვეწება, რომ დაეხმაროს, უხსნის, რომ რკინა დადის და ამოვარდნილია.
ექიმი ეუბნება, რომ აქვს “ორივე რენდგენების ფოტოები, ცუდად არ დგას, ეს არის დასაშვები, არ არის საშიში, დრო უნდა რომ გამაგრდეს… იაროს, კაცო… დაე, იყოს, რატომ უნდა შევეხოთ? ეს შეშუპება მოიხსნება. არ არის ამოვარდნილი… ცოტა ამოწეული არი, მარა… კარგი, კი, ვიგრძენი…”
მელორ ვაჩნაძე:
“Arkadi Kishko ესეც სრული ვერსია, ბატონო კიშკო, სასამართლოში თქვენ არაპროფესიონალიზმს ტყუილებიც დაემატა !!!
გთხოვთ უყურეთ და გაავრცელეთ …
რომ ასეთი მატყუარა ექიმი არ შეგხვდეთ…
ტიპი საკუთარ გვერდზე წერს მე არაფერ შუაშივარ ის წაიქცა მთვრალი და მოიტეხა თავიდანო, არადა ამ ვიდეოში ტიპი ჯერ ამბობს არაფერი არ გჭირსო და მერე რომ დარწმუნდა რკინა დადის… მიხვდა რომ ვეღარ გაექცევა ფაქტს
Vivamedi-ვივამედი
Nino Nadiradze
Zurab Chkhaidze
სოფიო დათუაშვილი
ბოდიშით რომ მომიწია თქვენი მონიშვნა ნინო სოფო და ზურაბ… მაგრამ სიამაყითგიდევთ საკუთარ გვერდებზე ბატონი არკადის ტყუილები და იქნებ ეს უტყუარი მტკიცებულებაც დაიდოთ.”

 

http://

http://

“ეს სადისტი არაკაცები, ღორივით გამკერეს, რატომ დაწერე პოსტიო” – რა შეემთხვა ვივამედში მელორ ვაჩნაძეს?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved