,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და მეტოქეც არაა ადვილი დასამარცხებელი, ლუქსემბურგმა შარშან ბოსნიას 4:1 და 2:0 მოუგო, სტუმრად ბოლო 10 ოფიციალურ შეხვედრაში კი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, სლოვაკეთთან, ისლანდიასთან და თურქეთთან ფრედ ითამაშა…ჩემი აზრით ძირითად დროში მოგება გაგვიჭირდება, მაგრამ შემდეგ ეტაზე ჩვენ უნდა გავიდეთ. ჩვენი კოზირი 50 000–იანი სტადიონია, ამხელა მაყურებლის წინაშე ლუქსემბურგს დიდი ხანია არ უთამაშია.სანიოლის ადგილზე 2 თავდამსხმელს (ბუდუ, მიქაუტაძე) ვათამაშებდი ძირითადში, სახლში როცა თამაშობ ლუქსემბურგთან, პირველივე წუთებიდან უნდა შეუტიო.
კომენტარები