• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“90-იანები გამახსენა, ისე რომ გაჩერებდნენ მილიციელები…” – რა შეემთხვა არჩილ გამზარდიას

ალია ავტორი - ალია
13:30 03-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:

ვდგავარ გაჩერებაზე, ველოდები ავტობუსს. შემიჩერა მანქანამ. ჩვეულებრივი, სამოქალაქო ავტომობილი.
“უკაცრავად, შეიძლება?” – ფანჯრიდან მეკითხება მგზავრი.
ვიფიქრე, მისამართის დადგენა უნდა-თქო, დიახ, რითი დაგეხმაროთ?- ვეკითხები.
გადმოვიდა მგზავრი. მძღოლიც. მანქანის სავარძელზე ქურთუკი შევამჩნიე პოლიციელის.
ერთი წამით გვერდით გადავიდეთო.
კარგი, მეთქი.
– რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ხომ არ ატარებთ?
– ვტოვებ მსგავს შთაბეჭდილებას? – ჩავეკითხე.
გაატარეს.
– თუ შეიძლება, გარეგან დათვალიერებას ჩაგიტარებთ.
გამომართვეს პირადობის მოწმობა.
მოკლედ, დამათვალიერეს, ჩანთა დამითვალიერეს. წინა დღეებში კალამს ვეძებდი ჩანთაში, ვერ ვნახე და მათ იპოვნეს (მადლობა). ფოტო გადამიღეს ანუ “დამაიდენტიფიცირეს” და ეგრევე დამემშვიდობნენ ბოდიშის მოხდით.
მთელი ეს პროცესი უცნაურად მეღიმებოდა, რადგან 90-იანები გამახსენა, ისე რომ გაჩერებდნენ მილიციელები, არც თავს წარგიდგენდნენ, არც მოტივს გისახელებდნენ, არც დათვალიერება-ჩხრეკას იღებდნენ და მოკლედ, ეს სიბერისკენ მიმავალი კაცი მომენტალურად სტუდენტური ასაკის შეგრძნებებში გამხვიეს. ამაშიც მადლობა მათ.
ორჯერ ვკითხე, რითი დავტოვე საეჭვო ადამიანის შთაბეჭდილება, მაგრამ უპასუხოდ.
ერთადერთი ცუდი ის იყო, რომ ამასობაში ჩემმა ავტობუსმა ამაყად ჩაიარა და მერე სირბილით ვიარე, ორმაგი გადაჯდომა-გადმოჯდომით, უნივერსიტეტში რომ დროზე მოვსულიყავი, საბედნიეროდ, არ დამიგვიანია სტუდენტებთან.
უნივერსიტეტში, სარკეში ჩავიხედე, მაინც ვერ მივხვდი, საეჭვო იერი რის გამო მაქვს.
იმედია, მათ გადაღებულ ფოტოში კარგად გამოვედი, თუ არა და მითხრან, უკეთესებს გავუგზავნი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved