• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ” – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:07 03-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

“ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ, პლენარულ სხდომაზე,  სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს მოხსენებით უსმენენ, საფრენ აპარატებთან დაკავშირებით კითხვა დასვა:

“ეს რა აპარატია, არ ვიცით. ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში. ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა,”- განაცხადა გოცირიძემ.

“ევროოპტიმისტების“ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და უთხრა რომ მან პარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია გაავრცელა:

“პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამ დეზინფორმაციის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „ევროოპტიმისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი. ეს დეზინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, განზრახული და კოორდინირებული კამპანიაა, რომელსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალები აწარმოებენ უკვე დიდი ხანია ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამის მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დაზიანება და რეპუტაციის შელახვა. როცა ამას აკეთებენ უცხოელები, გასაგებია. ხედავთ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს. უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებები ევრონესტში დღესაც იყო. მან საქართველოს სამარცხვინოდ დააბრალა რაღაცები,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved