• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფული, თუ მეტი ფული? – საიდუმლო შეხვედრები და ყოფილი ჩინოვნიკების შიშები

ალია ავტორი - ალია
01:44 03-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,015

ტვ პირველის ინფორმაციით ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი შავნაბადაზე, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ აზარაშვილს საიდუმლოდ შეხვდა, მედიის ცნობით, ორივენი ცდილობდნენ მათი სახეები არავის დაენახა, რისთვისაც ქუდებს და კაშნეს იშველიებდნენ, ყოფილი პრემიერი კი ადგილზე არა საკუთარი ავტომობილით, არამედ დაცვის კუთვნილი მანქანით მივიდა და ისინი პარკინგზე 1 საათის მანძილზე საუბრობდნენ. ამ დროისათვის ზურაბ აზარაშვილის რამდენიმე დღის მოხსნილია მინისტრობიდან.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტრო ებარა. ის ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. აზარაშვილი ყოფილი პრემიერის ნდობით აღჭურვილი მინისტრი იყო, ისინი ერთად ჯერ “ქართუში” მუშაობდნენ, მოგვიანებით ღარიბაშვილმა დანიშნა იგი “დელტაშიც”. ჯანდაცვის მინისტრობამდე, ღარიბაშვილის მოადგილე იყო თავდაცვაშიც. აზარაშვილის ხელში ტრიალებდა წელიწადში 7 მილიარდი ხალხის ფული.

იგივე მედიის ცნობით, პარტიის ოფისში ღარიბაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებს არ იღებს. ძალიან ფრთხილობს და სავარაუდოდ, აქვს ეჭვი რომ იქაც, სუსი უსმენს და ამბები ივანიშვილთან მიაქვთ.

გარდა ამისა, ტვ პირველის ინფორმაციით, გადაყებული ჯანდაცვის მინისტრის, ასევე გადაყენებული მოადგილე ილია ღუდუშაური, ზურაბ აზარაშვილის მარჯვენა ხელი და შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილის სანდო კადრი, შთამბეჭდავი ქონების პატრონია.

მაგალითად, იგი თბილისში, ლაღიძის 2 ნომერში, ოპერის გვერდით, ღუდუშაური 4 კომერციულ ფართს ფლობს. 

4-ვე კომერციული ფართი, რომელიც ილია ღუდუშაურმა გაიფორმა, თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

ამავე შენობაში, ღუდუშაურის შემდეგ, უძრავი ქონება, ჯაუნშერ ბურჭულაძის მამის სახელზეც ფორმდება.

მას შემდეგ, რაც ფართები მაღალჩინოსნებმა, ან მათმა ახლობლებმა შეიძინეს თბილისის განვითარების ფონდმა, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა და დააფინანსა და უკვე დღეისათვის, ღუდუშაურის მიერ 676 000 ლარად ნაყიდი ქონების საბაზრო ღირებულება უკვე 7 მილიონ ლარს აჭარბებს.

მედიის ცნობით,გადამდგარი ჩინოვნიკის სიმამრმა არც კი იცის, რომ მისი სიძე, რუსთაველის გამზირზე მილიონებიან ქონებას ფლობს.

გარდა ამისა,  გოგებაშვილის ქუჩაზე, ჯანდაცვის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის ოჯახი სამ სართულიან სახლს იშენებს.  მხოლოდ ეზო, რომელზეც სახლს დგამენ 600 ათას ლარამდე დაჯდა.

დაევალა თუ არა კობახიძეს გადამალული მილიონების მოძიება, ან ქონებაში დაბანდებული ფულის ნაწილის უკან დაბრუნება საარჩევნო ყულაბისათვის? – ამ კითხვაზე ყველაზე მეტად, შესაძლოა, სწორედ ღარიბაშვილი, აზარაშვილი, ბურჭულაძე და ყოფილი პრემიერის სრული გარემოცვა ნერვიულობდეს.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved