• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიცენზიის მქონე ტაქსის, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები სამასლარიან დახმარებას მიიღებენ – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:18 05-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ლიცენზიის მქონე ტაქსის, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები სამასლარიან დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა. მათ შორისა ტაქსის და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები.

„თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელთაც ლიცენზია გააჩნიათ. ისინი ისარგებლებენ ამ კონკრეტული პროექტით. ასევე, ამ პროეტით ისარგებლებენ მიკროავტობუსის მძღოლები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იქნებოდა ეს ექიმების გადაყვანა, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანა და კონკრეტულ რაიონებსა და ქალაებში ჩაყვანა, ჩართული იყვნენ ამ პროცესში. ჩვენ ეს ვალდებულება გვქონდა აღებული, ყველა საკარანტინო სივრციდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება. პირდაპირ ოჯახებში მიგვყავდა გამოჯანმრთელებული ადამიანები, რომლებმაც კარანტინი გაიარეს. მიკროავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესებში, მინდა, თანამშრომლობისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. შესაბამისად, როგორ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები, მიიღებენ ამ სამასლარიან დახმარებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება.

„ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის თაობაზე მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია“, – აღნიშნა კალაძემ.

მერმა დაავალა მოადგილეებს, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს გაუგზავნონ შეტყობინებები. ასევე „მიკროავტობუსების კომპანიას“ მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნულზე, რათა მიკროავტობუსების მძღოლებმა ამ პროგრამით ისარგებლონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved