• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

ალია ავტორი - ალია
18:27 03-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყებების პირველი პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ შეაჯამა 11-15 მარტს მომხმარებელთა დაცვის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები და ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მნიშვნელობაზე.

„ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების ვალდებულება იკისრა. მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მათი ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება გადამწყვეტია. ამას ემსახურება სწორედ კვირეულის ფარგლებში ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრები მიზნობრივ აუდიტორიასთან, რომელიც დღეს, 15 მარტს – მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმში მომხმარებელთან შეხვედრის ფარგლებში შედგა“ – განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული საკუთარ უფლებებზე როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასე სხვა სექტორებში.

„მომხმარებლის უფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ექვსი მარეგულირებელი კომისიის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კვირეული. მოგეხსენებათ, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, მიმდინარეობს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ და ინფორმირებულ მომხმარებელს. ბაზრების ლიბერალიზაციის დასრულებისას, მომხმარებელს ექნება ელექტროენერგეტიკის ადა ბუნებრივი გაზის მომსახურე კომპანიების არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება უნდა მოითხოვოს კომუნალური კომპანიისგან. ამ მიმართულებით, სემეკი, კოლეგა უწყებებთან ერთად პერმანენტულა თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან. დღეს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმში, უნივერსიტეტის პროფესურასა და სტუდენტებს გავაცანით 6 მარეგულირებელი უწყების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ბერკეტები. აქტიურად გავაგრძელებთ სხვადასხვა ფორმატით მოქალაქეებისათვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ წელს, კვირეული უფრო ფართო ფორმატით გაიმართა და თბილისის გარდა, სამი რეგიონის დიდი ქალაქი – გურჯაანი, ქუთაისი და ბათუმი მოიცვა.

„მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვისათვის აუცილებელია, როგორც თანამედროვე საკანონმდებლო ბაზის არსებობა, ასევე, მომხმარებლის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე. მნიშვნელოვანია თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს თუ ვის ან როგორ უნდა მიმართოს, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები“ – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს მიეწოდათ ინფორმაცია, დაზღვევის სფეროში მათი უფლებების შესახებ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილების თაობაზე.

კვირეულის გახსნითი ღონისძიება 11 მარტს, თბილისში გაიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილა.

კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართა 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს – მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს – ბათუმში. ამასთანავე, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყებების პირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიური კორპუსის, ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved