• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 ადამიანის განზრახ მკვლელობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
11:29 05-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Handcuffed business criminal --- Image by © Wavebreak Media Ltd./Corbis

Handcuffed business criminal --- Image by © Wavebreak Media Ltd./Corbis

Facebook-ზე გაზიარება
79

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი პირის განზრახ მკვლელობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ი. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 ივნისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ქვედა კაპანახჩში გ.ი. ცოლ-ქმრის, ი.მ.-ს და შ.მ.-ს თანხის დაუფლების მიზნით, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა, რა დროსაც გარეთ გამოსულ ი.მ.-ს თავის არეში ლითონის მილი, ხოლო შ.მ.-ს ჯოხი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ გ.ი. მათ საცხოვრებელ სახლში შევიდა, 1050 ლარს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა გ.ი. 2020 წლის 5 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved