• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოხუცები ღირსების შემლახველ მდგომარეობაში – რა მდგომარეობაა ხანდაზმულთა დაწესებულებებში და რას (არ) აკეთებს სახელმწიფო?

ალია ავტორი - ალია
19:12 03-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2023 წელს თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში კერძო დაფინანსებით არსებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

“გამოკვეთილ საკითხთა შორის განსაკუთრებით მწვავედ დგას სახელმწიფოს არაინფორმირებულობა ქვეყანაში კერძო დაფინანსებით მოქმედ ხანდაზმულთა დაწესებულებების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ასეთი დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. დაწესებულებების ხელმძღვანელებს კი არ აქვთ ინფორმაცია ხანდაზმულ პირებზე ზრუნვის დადგენილი მინიმალური სტანდარტების თაობაზე.

როგორც შემოწმებამ აჩვენა, ხანდაზმულ პირთა უფლებები უკვე პანსიონატში ჩარიცხვის პროცედურიდან ირღვევა. კერძოდ, ჩარიცხვის შესახებ განცხადებაში არ არის მკაფიოდ გამოხატული ხანდაზმულის ნება და ხშირად, მის ნაცვლად განცხადებას ხელს ხანდაზმულის ოჯახის წევრი აწერს.

ინფრასტრუქტურულად დაწესებულებების ნაწილი არ არის კეთილმოწყობილი და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. მათზე ზრუნვა, ძირითადად, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, რაც ზრუნვის მინიმალურ მოთხოვნებსაც არ შეესაბამება.

ხანდაზმულები ხშირად დისკრიმინაციულ, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში იმყოფებიან და უმეტესობამ არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებებში უგულებელყოფილია ჯანმრთელობის დაცვა; დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, არასრულფასოვანი და ერთფეროვანია.

სერვისებში არ არის გათვალისწინებული ხანდაზმული ასაკის ბენეფიციართა ემოციური მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ დიდია ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა რაოდენობა.

გამოიკვეთა დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციასთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევებიც. მზრუნველებს არ აქვთ სპეციალური ცოდნა ხანდაზმულთა მოვლისა და ზრუნვის საჭიროებების შესახებ და არც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, დარღვეულია ბენეფიციართა განაწილების სტანდარტები, რაც ზოგიერთი თანამშრომლის ზედმეტ გადატვირთვას იწვევს.

ხანდაზმულთა ხანგძლივი მოვლის დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებას – ყველა სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტების და მათ შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის თაობაზე.” ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved