• რეკლამა
  • კონტაქტი
13:28, პარასკევი, 18 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საზღვარზე 1 ლიტრი საწვავი ღირს 1,65 ლარი, ბენზინგასამართ სადგურებზე იყიდება ორჯერ უფრო ძვირად” – ირაკლი ნადირაძე

ალია ავტორი - ალია
15:07 03-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, განაცხადა:

„სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ მაშინდელი ფასი, რომელიც იყო ერთი ლარი და 95 თეთრი, იძახდნენ, რომ ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა. გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, მაგრამ პროდუქტების, მედიკამენტების, სერვისების გაძვირებასთან ერთად გაიზარდა და კატასტროფული ფასი აქვს საწვავს. საწვავის ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად აისახება დანარჩენი პროდუქტების და მედიკამენტების ფასების ზრდაზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საზღვარზე ერთი ლიტრი ბენზინის და დიზელის ფასი დაახლოებით არის ერთი ლარი და 65 თეთრი, მაგრამ ბენზინგასამართ სადგურებზე დაახლოებით ორჯერ ძვირად იყიდება. ეს არის სწორედ ივანიშვილის და მისი მაფიოზური კლანის ბრალი, რადგან გადასახადები მათ ხელშია, მაგრამ გადასახადები და აქციზი ერთია, მთავარი რაც ხდება არის ის, რომ მათ აქვს მონოპოლია ნავთობპროდუქტებზე, ერთი ლიტრი საწვავი ქვეყანაში ვერ შემოდის ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის გარეშე, ამიტომ ეს არის ხელოვნური მაფიოზური ფასი, რომლითაც ისინი ქართველი ხალხის, ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე შოულობენ დამატებით ასეულობით მილიონ დოლარს. ამიტომ მივმართავთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ყველაფერი, რომ დაიწიოს ფასებმა, რადგან ფასები პირდაპირპროპორციულად ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ჯიბეს, ურტყამს პროდუქტების, მედიკამენტების ფასს, ამიტომ ჩვენ წელს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ შვცვალლოთ ეს ხელისუფლება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომლებიც მოვაწესრიგებთ იმას, რომ ასეთ კატასტროფულ ფასს ჩვენი მოქალაქეები არ იხდიდნენ.

ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია, რომ აქციზის ფასმა დაიწიოს, რადგან იმის ნაცვლად, რომ განახევრებულიყო, შემცირებულიყო აქციზის ფასი, ამათმა გაზარდეს რაც პირდაპირ აისახა ტარიფზე, თუმცა მთავარი რაც არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური კლანი, რომელიც უნდა გაქრეს ამ ქვეყნიდან და ნავთობპროდუქტების ბიზნესიდან, რადგან ისინი ხელოვნურად ზრდიან ამ ფასებს, რომ მოსახლობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ასეულობით მილიონი დოლარი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
სოციალური დიზაინის დღეები –  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი

11:34 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved