• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორუელის ღორების ბოდვები” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:17 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,688

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება:

?პედოფილიის ეპიდემია რომ მძინვარებს

?მოზარდთა 67 პროცენტს რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს;

? ოჯახები დახლეჩილია და ბავშვების დიდი ნაწილი მშობლების გარეშე იზრდება;

ეს და სხვა მრავალი რეალური პრობლემა რომ დგას.

ეს პოლიტიკური არარაობა დგას, და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს.

უცხოელი ბავშვების პრობლემებს არჩევენ, ნაცვლად იმისა რომ ქართველი ბავშვების რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ.

შედეგად ძალადობის საფრთხეს უზრდიან და ცხოვრებას ურთულებენ ჩვენი საზოგადოების წევრებს, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით დაიბადნენ და არაფერ შუაში არიან აი ამ ორუელის ღორების ბოდვებთან.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

თუ დააკვირდებით დასავლეთის მედიაში და მათ შორის საზოგადოების მსჯელობას, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ სქესი არ არის ანატომია და არის არჩევანი, მიუხედავად ანატომიისა.

და არამხოლოდ სქესი ორ სქესს შორის, არამედ ნებისმიერი მრავალფეროვნება სქესისა, რომელსაც ნებისმიერ სახელს დაარქმევ და იქნები ის სქესი თუ გენდერი და ა.შ.

არა, რა თქმა უნდა, არ აქვს [ამის არჩევანის თავისუფლება], იმიტომ, რომ არსებობს ორი სქესი – ქალი და კაცი, ეს არის ანატომია, ამაზეა საუბარი. როგორი რამეა იცით? თქვენ ხომ არ შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენი ასაკი? შეგიძლიათ, თქვათ, რომ მე მინდა ვიყო ახლა 20 წლის… გინდათ, რომ იყოთ 20 წლის, რატომ არ ხართ 20 წლის? იმიტომ, რომ ეს არის ანატომია, ასევე არის სქესი… ცხოვრების წესთან არავითარი კავშირი არ აქვს ამას, ეს არის ბიოლოგია, ბიოლოგიური მარკერები არის ბიოლოგიური მარკერები, ადამიანი არის ან ასე ან არ არის ასე, ეს ბიოლოგიური მარკერებია. რა თქმა უნდა, შეიძლება, სქესის შეცვლა და სხვა შესაძლებლობები იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბიოლოგიურ მარკერებზე. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა…

ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ქალი ქალია, კაცი კაცია და დედამიწას რომ დედამიწა შეგვიძლია, დავარქვათ და ქართლის დედას ქართლის დედა, ჯერჯერობით, ამაზე არავინ გვედავება, მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ ცოტა ხანში ეს ჩვენს კარსაც მოადგება და აქედანვე უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია – რა გვინდა.

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved