• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიშას გაშვება უნდათ „ქოცებს“, რადგან მიშას გაშვებით „ქართული ოცნება“, კიდევ ერთხელ მოიგებს არჩევნებს“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
18:35 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,619

ლევან ჯავახიშვილი

 „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია:

– ნიკა გვარამია ქმნის პარტიას. სხვისი რა გითხრათ, მაგრამ მე ამ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ მორიგ დანაყოფად მივიჩნევ.

– თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისა“  და სააკაშვილის  მიმართ, წლები ვებრძოდი და ტერორი და რბევა არ დამკლებია მათგან. მთელმა საქართველომ იცის ეს. ნიკა გვარამია ქმნის თავის პარტიას, ნიკანორ მელია ქმნის თავის პარტიას, კიდევ ვიღაცები ქმნიან პარტიებს და გვარამიაც, მელიაც და ზოგიერთი კიდევ, ვინც პარტიას ქმნის, ყოფილი „ნაციონალია“. აქ ისმის კითხვა, დღეს რა არის ქართული საზოგადოების მიზანი? ამ ახლად წარმოქმნილ პარტიებს გავუხსნათ ცეცხლი, ვეძახოთ „ნაციონალები“, ამით ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დავასხათ წყალი თუ მთელი საზოგადოება,  გაერთიანდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ?  რა თქმა უნდა, საზოგადოების მიზანი, ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება უნდა იყოს !!!  სიტუაცია შეცვლილია, გეოპოლიტიკა შეცვლილია, უკრაინის ომმა შეცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია და კონკრეტულად,  პოლიტიკური სიტუაცია საქართველოშიც. აი, სწორედ ეს უნდა გაათვითცნობიეროს ქართველმა ამომრჩეველმა. გასაგებია, ჩვენი დამოკიდებულება გვარმიასადმი და მელიასადმი არ შეცვლილა, მაგრამ დღეს მათთან და კიდევ ვიღაც–ვიღაცებთან დაპირისპირებას სჯობს,  დავუპირისპირდეთ ბიძინა ივანიშვილს. ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არ არის ნიკა  გვარამია ან ნიკა მელია, ეგზისტენციალური საფრთხეა პუტინისტური რეჟიმი საქართველოში, რომლის ხელმძღვანელიც არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, რა პოზიციას დაიჭერს ნიკა გვარამია,  ეს  დიდად არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება.

–გამოდის,რომ ამ ეტაპზე მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია, ევროკავშირის წევრობა, ამ ხელისუფლების მოცილება და იმ დანაშაულებებებს, რაც „ნაციონალებმა“ ჩაიდინეს თავიანთი მმართველობის პერიოდში, მოგვიანებით გამოიძიებს ახალი ხელისუფლება და დასჯის დანმაშავეებს? მძიმე და  განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებს ხანდაზმულობის ვადა  არ შეეხებათ, თუ მოინდომეს, გამოიძიებენ. ესენი მაინც არავის სჯიან.

– თუ ჩვენ რეალურად არ აღვიქვით, არ შევაფასეთ ის საფრთხე, რის წინაშეც ვდგავართ, დავრჩებით იმ ველზე, სადაც  ახლა ვართ- ქოც-ნაცურ პინგ–პონგში, სადაც არავინ ისჯება, ერთმანეთს იყენებენ, ერთმანეთს ასულდგმულებენ, კვებავენ და ყველაფერი ისე მიდის, როგორც ბიძინას და მის უფროსს, პუტინს სურს… ამიტომ, უნდა გავათვითცნობიეროთ, რეალური საფრთხე, რა ემუქრება ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებებიც ამის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ. კარგით, ხალხს უნდა და მეც მინდა დამნაშავე „ნაციონალების“ დასჯა. ვინ უნდა დასაჯოს „ნაციონალები“,  ლევან მურუსიძემ?! გამოდის რომ მურუსიძემ სხვა „ნაციონალებთან“ ერთად საკუთარი თავიც უნდა დაისაჯოს… ვინ სჩადიოდა მაშინ დანაშაულებებს? პოლიციელები,  გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები… დღეს კი მათი  80%  ისეც იმ  სისტემაშია და ბევრი მათგანი დაწინაურებულია კიდეც!!! ისინი უშვებდნენ ციხეში უდანაშაულო ადამიანებს და დამნაშავეებს, მკლელებს  სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებდნენ ან საერთოდ არ იჭერდენენ. და ეს ხალხი რას იზამს, საკუთარ თავს დასჯის მათ მიერ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეების გამო? ეს ხომ აბსურდიაა.  სად არის ლოგიკა, როდესაც დამნაშვეების დასჯას ითხოვენ? ქვეყანაში „ნაცის“ და „ქოცის“ გარჩევა გაჭირდა. ყველაზე მეტი „ნაცი“ „ქართულ ოცნებაშია“, ყველაზე „მახროვი“ და „ბანძი“  „ნაცები“.  ამიტომ, ქართულ საზოგადოებას სრული მორალური უფლება აქვს, „ქართულ ოცნებას“ დაუძახოს „ნაცმოძრაობა“.  ვიდრე არ დავუახლოვდებით ევროკავშირს,  ვიდრე არ გვექნება დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, ვიდრე არ გვექნება დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, დამოუკიდებელი სასამართლო, მანამდე იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ვინმეს დასჯიან. „ქართული ოცნება“ აფარებს ხელს დამნაშავე „ნაციონალებს“, თორემ აქამდე ხომ დასჯიდა? აი, ეს ყველაფერი როცა გვექნება, მერე კანონი დამნაშავე „ნაცებსაც“ დასჯის და „ქოცებსაც“

–პოლიტიკურ წრეები არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა,  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე 1–2 თვით ადრე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს გააკეთა, „ნაციონალებისა“ და სააკაშვილის მომხრეების ქება–დიდებას დაიმსახურებს და ამავდროულად, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ საქმეს გააკეთებს. ისევ ის სიტუაცია იქნება, რაც წინა არჩევნებზე – მიშა მოდის, ბრუნდება ხელისუფლებაში და თუ არ გინდათ მიშა დაბრუნდეს, „ოცნებას“ მიეცით ხმა. წავა ამაზე სალომე  ზურაბიშვილი?

– დღეს სალომე ზურაბიშვილი იმ პოზიციაზე რომ არ იყოს, რაზედაც არის, ჩვენ თავი არ გამოგვეყოფა ევროპაში. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ.  ჩვენ არავინ დაგველაპარაკებოდა და ვიქნებით სამარცხვინოები. როდესაც მიუნხენის კონფერენციაზე ვერ ჩადიხარ სალაპარკოდ, დიდი სირცხვილია. კი, იქ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელსაც არავინ ელაპარაკება. მერე, კომპენსაციისთვის ირაკლი კობახიძე ჩავიდა ბრიუსელში და იქ ყვითელი ბარათი უჩვენეს. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვართ?! ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული იმიჯი და პერსპექტივა შეუნარჩუნა ქვეყანას. რაც შეეხებ წინასაარჩევნოდ მიშას გაშვებას. მიშას გაშვება უნდათ „ქოცებს“, რადგან  მიშას გაშვებით „ქართული ოცნება“, კიდევ ერთხელ მოიგებს არჩევნებს,  მიშა არის  მათი „მაშველი რგოლი“.  სალომე ზურაბიშვილი ამ „მაშველ რგოლს“ არ გადაუგდებს „ქოცებს“. თუ ეს გააკეთა, სალომე  ზურაბიშვილი  თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან ცუდად დაასრულებს… დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც ძალიან რთულ გზას  შესაშური სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით გადის, საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს…

თეგები: კახა მიქაიამიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved