• რეკლამა
  • კონტაქტი
10:51, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მართალია, დღეს მოდური არაა ხელისუფლების გაკეთებული კარგი საქმის “გაპიარება”, მაგრამ…” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
19:10 02-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა – ამ ინფორმაციამ ყველა წალენჯიხელი გაახარა.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხელისუფლების მომხრეა და ვინ – ოპოზიციის, მთავარია, ხალხის აზრი გაითვალისწინონ და მათ საჭიროებებზე იზრუნონ.
ყოფილი პრემიერის მხარდაჭერით და ინიციატივით, წალენჯიხაში დიალიზის გაკეთება გახდა შესაძლებელი, ანუ პაციენტებს, რომლებიც “დიალეზზე არიან”, ზუგდიდში წასვლა აღარ მოუწევთ.
გასათვალისწინებელია, რომ დიალიზზე მყოფებს ერთი პროცედურის ჩასატარებლად ზუგდიდში წასვლა-წამოსვლა, მინიმუმ, 25-35 ლარი უჯდებოდათ. ეს თანხა ერთი შეხედვით, ცოტაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, 35 ლარი რიგითი მოქალაქისთვის ძალიან ბევრია, თან, თუ დიალეზის პროცედურას კვირაში რამდენჯერმე საჭიროებს.
ფაქტია, რომ ერთი პაციენტი, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო პროცედურის ჩატარებისას, კვირაში მინიმუმ, 100 ლარს დაზოგავს, რადგან პაციენტები, დიალიზის პროცედურის ღირებულებისას, დამატებით ხარჯებს აიცილებენ თავიდან.
ცნობისთვის, წალენჯიხაში გახსნილი დიალიზის ცენტრით, გარდა ადგილობრივებისა, წალენჯიხის მეზობელი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც ისარგებლებენ!
მართალია, დღეს მოდური არაა ხელისუფლების გაკეთებული კარგი საქმის “გაპიარება”, მაგრამ მედიის მოვალეობა რეალობის ასახვაა. ჰოდა, რეალობა ის არის, რომ ყოფილი პრემიერისა და დეპუტატ ირაკლი ზარქუა ხელშეწყობით წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა და ამით მოსახლეობის ნაწილს, საუბარია 30 ადამიანზე, სერიოზული პრობლემა მოუგვარდება.
მართალია, ზარქუა წალენჯიხის მაჟორიტარი არ არის და უშუალოდ ეს საქმე მას არ ეხებოდა, მაგრამ როგორც წალენჯიხელი, ყოფილ პრემიერს შეხვდა და დაარწმუნა, რომ წალენჯიხაში ცენტრის გახსნა აუცილებელი იყო.
წალენჯიხაში დიალეზის ცენტრი ოფიციალურად პარასკევს გაიხსნება.
ზოგადად კი, უპრიანი იქნება, რომ მსგავსი ცენტრები ყველა მუნიციპალურ ცენტრში გაიხსნას, რადგან ე.წ. თირკმლის უკმარისობიან პაციენტებს წინ და უკან სიარული აღარ მოუწევთ.
ასევე, რაკი, სურვილის შემთხვევაში, შეგვძლებია, რეანიმობილებიც აუცილებლად საჭიროა წალენჯიხაში, მაგიტომაც ჰქვია გადაუდებელი მომსახურება, რომ სწრაფად უნდა მოახერხოს ადგილზე მისვლა.
და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, წალენჯიხის მერია უკვე მეორე წელია აფინანსებს პირველკლასელთა კვებას, მთავრობამ ჩვენზე უკეთ იცით, რამდენი ბავშვი ვერ იკვებება სრულფასოვნად. UNICEF აღნიშნავს, რომ  სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.
წალენჯიხის მერია, უკვე რამდენი თვეა ითხოვს ცენტრალური ხელისუფლებისგან  მეორეკლასელთა გამოსაკვებ, 208 000 ლარს. 208 000 ლარი არ არის ის თანხა, ბიუჯეტი რომ ვერ გასწვდეს და იქნებ, ვინმემ ეს საკითხიც იღოს ყურად. 
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and საავადმყოფო გამოსახულება
თეგები: ბერდია კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved