• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სწორედ თეიმურაზ კუპატაძეს ამზადებენ შს მინისტრად იმ დროისთვის, როცა გომელაური ლილუაშვილის მიერ გათავისუფლებულ ადგილას გადავა“

ალია ავტორი - ალია
22:04 02-12-2024
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,455

ანი დვალიშვილი

„ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ივანიშვილი მოქმედი დეპუტატების 70%-ს გარეთ დატოვებს, ოღონდ ისე კი არა, რომ სამსახურები შესთავაზოს, არამედ უბრალოდ შინ გაუშვებს. თურმე, ბატონი ბიძინა ძალიან გაბრაზებულია იმის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა დეპუტატმა, არა ერთი და ორი მილიონი იშოვა და ეს ისე კი არ გააკეთა, ვერავის გარგო, არამედ საჯაროდ, „ნაგლად“, წართმევითა და ღლეტვით, რამაც ოპოზიციის გარდა, „ოცნების“ აქტივის გულისწყრომაც გამოიწვია. ჰოდა, ამ გამაძღარ დეპუტატებს, წინასაარჩევნოდ პარტიის სასარგებლოდ ხარკის გაღება მოუწევთ, მერე კი შინ წავლენ და თუ გააპროტესტებენ, კუპატაძის უწყებაც იქვე იქნება. ჰო, არ შეგვშლია, სწორედ თეიმურაზ კუპატაძეს ამზადებენ შს მინისტრად იმ დროისთვის, როცა ვახტანგ გომელაური გრიგოლ ლილუაშვილის მიერ გათავისუფლებულ სავარძელში ჩაბრძანდება.

„ალიას“ ინფორმაციით, თვის ბოლომდე, კობახიძე ყველა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეს შეცვლის (ძალოვანი უწყებების გარდა) და ამით შეეცდება, მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მისთვის რეალურად უცხოა, ამგვარად მაინც აკონტროლოს. ივანიშვილისგან მოადგილეების შეცვლის „კურთხევა“ კობახიძეს მიღებული აქვს და ახლა კადრების მოძიებაშია. არ არის გამორიცხული, ორიოდე კაცი პარლამენტიდანაც წაიყვანოს, მაგრამ არა ლიდერები, რადგან ლიდერებს მინისტრობის ამბიცია ჰქონდათ და მოადგილეობას, თუნდაც დროებით, არ დათანხმდებიან. აი, ოპოზიციაში კი… მოადგილეობაზე ხოცავენ ერთმანეთს, რადგან თურმე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სტრატეგია აღმაშენებელს, მინისტრების სავარძლები უკვე დანაწილებული აქვთ. ჰო, ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან, ან… ან, აქტივის დასანახად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ და მათი, ახალბედების თანდასწრებით განიხილავენ, როგორ უნდა მართონ მომავალში სამინისტროები და რა გეგმები აქვთ ამ მიმართულებით. რეალურად კი, ოპოზიციის უდიდეს ნაწილს, თანამდებობების დარიგება კი არა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა აქვს და კულუარულად ამას აღიარებს კიდეც, მაგრამ რაიმეს შეცვლა გამორიცხულია – „ოცნება“ პროცენტების გადახედვას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ ამ გზით, პარლამენტში უფრო მეტ ადამიანს შეიყვანს, რადგან ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტები, პარლამენტში შესულებზე ნაწილდება და სწორედ ამ პროცენტებით, „ოცნების“ ლიდერებს პარლამენტში დამატებით ორი წევრის შეყვანა სურთ. ორი ხმა კი ხუმრობა ნამდვილად არ არის, რადგან რეალურად, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი 76 პარლამენტარის შეყვანაა, რათა მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტონ და ხომ წარმოგიდგენიათ, ამ გამსვლელ სიაში როგორი გაფილტრული და გადამოწმებული ხალხი იქნება, ვინმეს კენჭისყრის პროცესის დროს, შემთხვევით ხელი რომ არ აუკანკალდეს.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას, არამარტო რეგიონის ლიდერები, არამედ ევროპის ქვეყნების პირველი პირებიც გამოეხმაურენ და ახალ პრემიერს მხარდაჭერა აღუთქვეს. მათი სიხარული თითქოს მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად, მათ ღარიბაშვილის წასვლა ახარებთ, პრემიერის, რომელიც ძალიან ხისტი იყო და სტატუსის მიღების წინ, აშკარად მკვახე და გამომწვევი განცხადებები გააკეთა. კობახიძეს დასავლელი ლიდერების მისამართით, ასეთი ხისტი პოზიცია არასდროს ჰქონია… ჰქონია მკაცრი პასუხები, მაგრამ არა ხისტი და შეურაცხმყოფელი. დასავლეთი იმედით ელოდება კობახიძესთან დიპლომატიურ ურთიერთობას, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კობახიძის ურთიერთობა დიდწილად იმაზე იქნებადამოკიდებული, თუ რა დამოკიდებულება ექნება დასავლეთს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან და გაგრძელდება თუ არა მისი ფინანსების გარშემო არსებული გაურკვევლობა. სხვათა შორის, დაბლოკილი თანხების მიუხედავად, „ფორბსის“ ოფიციალური მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 2023 წელს, რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, რაც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს, მაგრამ ახლავე გეტყვით, რომ 2024 წლის არჩევნებზე, ბატონი ბიძინა თავისი ფულის დახარჯვას არ აპირებს და „შემომწირველების“ იმედად არის. „საკუთარი ნებით“ მმართველი პარტიის ბიუჯეტში თანხების შესაწირი რიგი კი, „ოცნების“ ოფისთან უკვე აპრილის პირველი რიცხვებიდან დადგება, რადგან აპრილის ბოლოს, „ოცნებამ“ შტაბის წევრებს პირველი ხელფასი უნდა დაურიგოს. ჰო, შტაბების დაკომპლექტება „ოცნებაში“ აქტიურად მიმდინარეობს და ეს მაშინ, როცა ოპოზიციას ჯერ ოფიცებიც კი არ აქვს ნაქირავები და გვერწმუნეთ, ქირაობის დროს, უდიდესი პრობლემები შეექმნებათ, რადგან ძალიან ცოტას ექნება სურვილი, ოპოზიციას საკუთარი ფართი 3 თვით მიაქორაოს, არჩევნების შემდეგ კი, ფინანსური პოლიცია მოიგერიოს და აღებული ქირა ჯარიმებში იხადოს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგრიგოლ ლილუაშვილივახტანგ გომელაურითეიმურაზ კუპატაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved