• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თაღლითობა პატრიარქის სახელით” – “საპატრიარქო, თუ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, მიხედეთ ამ ხალხს” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:08 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,975

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

უცხო ნომრიდან ზარია ტელეფონზე. კომპანია ლიდერიქსიდან ვართო. საზეიმო ხმით მამცნო ქალმა რომ რაღაც პრიზი მოვიგე და ათ იღბლიან გამარჯვებულს შორის მოვხვდი. დაიწყო ახსნა ძალიან აჟიტირებულმა რა მოვიგე და რა უნდა მომხდარიყო ამის მერე. როგორც გაირკვა, მოვიგე რაღაც რელიგიური წიგნი, რომელსაც მომიტანდნენ მამა გაბრიელის ზეთთან ერთად. ოღონდ პარალელურად “მომიბრძანებდნენ პატრიარქის კურთხევით დახატულ ხატს ბევრი წმინდანით,“ რომელიც ჩემს ოჯახს გააბრწყინებდა და რომელზეც ყველა ოცნებობს თურმე, რომ მის ოჯახში მიაბრძანონ. პატრიარქს უნდაო, რომ ეს ხატი ყველა ოჯახში იყოსო.

დიდი ინტერესით მოვუსმინე ბოლომდე, ბევრს არ მოვყვები, უწყინარი და თანმიმდევრული კითხვებით გავარკვიე, რომ: გამიმართლა და ამ ხატს რომ მომიბრძანებდა კურიერი, 270 ლარის ნაცვლად შემეძლო მხოლოდ 99 ლარი გადამეხადა. ასევე შემეძლო უარი მეთქვა იმ წიგნზე, რომელიც მოვიგე და მამა გაბრიელის ზეთზეც შემეძლო მგონი უარის თქმა, იმდენი ინფორმაცია მომაყარა იმ ქალმა, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, ჯამში გამოვიდა, რომ ხატი უნდა მეყიდა. ყველაფერი დანარჩენი, მთელი საზეიმო შესავალი და რელიგიური ექსტაზით აღსავსე ხმა ბოლი იყო.

კითხვაზე, სად არის გამოხატული პატრიარქის სურვილი, რომ ეს ხატი ყველა ოჯახში უნდა იყოს, ცოტა შეცბა, როგორ არ გჯერათ, ამას როგორ მოვიტყუებოდიო. აშკარად პირველი ვიყავი, ვინც ეს კითხვა დაუსვა. მას შემდეგ, რაც დაჟინებით მოვითხოვე პატრიარქის კურთხევის და სურვილის მტკიცებულება, შემომთავაზა, ჩვენ პატრიარქის ხელმოწერილი ბიბლია გაქვს და შეგვიძლია გაჩვენოთო. მეთქი ბიბლია რა შუაშია, აი, მაგ ხატთან დაკავშირებით პატრიარქის სურვილი სად არის დაფიქსირებული მაჩვენეთთქო, აქ უკვე მითხრა, რა კითხვებს სვამ, ღმერთის როგორ არ გეშინიაო. და მეთქი შენ რომ პატრიარქის სახელით თაღლითობ როგორ არ გეშინიათქო. აი, აქ უკვე გამითიშა ტელეფონი. ასე იყო მოკლედ. მადლობა ყურადღებისთვის. საპატრიარქო, თუ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, მიხედეთ ამ ხალხს.

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved