• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ“ – ზურაბ გურული ქართველ კოლეგებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:04 05-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო,

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პლაქვენილის თემა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მიზეზთა და მიზეზთა გამო.

17 აპრილს ფეისბუქის კედელზე განთავსებული ჩემი სტატუსი, რომელიც არ წარმოადგენდა კონკრეტულ მიმართვას არცერთი ქართველი პროფესიონალისათვის, ატარებდა ერთადერთ მიზანს, დაეცვა პაციენტები შესაძლო არასასიამოვნო გართულებებისაგან და მიმეწოდებინა ჩემთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაცია კოლეგებისათვის.

ეს მიმართვა იყო გაგრძელება კოვიდ 19-თან დაკავშირებული სტატუსებისა და პოსტებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ გამოცდილების დაუშურველად გაზიარების სურვილს საქართველოში მყოფი კოლეგებისათვის. მივიღე არაერთი მადლობა მიწოდებული ინფორმაციისათვის, რაც მათ დაეხმარა რეალურ პრაქტიკაში ახალი მიდგომების დასანერგად. მე არ მაქვს სურვილი იმისა, რომ ჩემს მიერ სოციალურ ქსელებში საჯაროდ გაზიარებული პროფესიული ხასიათის ინფორმაცია ვინმემ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.

შესაბამისად, მრავალი მიზეზის გამო არ ვაპირებ ამ მედიკამენტის ირგვლივ დისკუსიის გაგრძელებას. გარდა ჩემი პოზიციისა, ინფორმაცია საკმარისად არის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში და საკმარისი ექსპერტებიც გვყავს ამ თემაზე სასაუბროდ.

ამასთან, სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემს სტატუსებსა და პოსტებს კოვიდ-19 თან დაკავშირებული თემატიკის ირგვლივ, რადგან მიმაჩნია, რომ დღევანდელ, უაღრესად რთულ და ცვლილებად პერიოდში გამოცდილების გაზიარება ამ ვერაგ და საშიშ ვირუსთან ბრძოლის შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, პატივისცემას ვუცხადებ კოვიდთან მებრძოლ ყველა ქართველ კოლეგას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პლატფორმაზე გუშინ უკვე შედგა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ექიმებისა, რასაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება. ყველა გაუგებრობა გარკვეული და გაანალიზებული იქნა და ქართველი ექიმები ერთ გუნდად გააგრძელებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

მოვუწოდებ იმ კოლეგებს, რომლებიც ისევ აგრძელებენ ამ თემაზე უსიამოვნო სპეკულაციებს, რომ სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.

გმადლობთ!

პატივისცემით!“

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ზურაბ გურულისგან და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:

„ბ-ნმა ზურაბ გურულმა და ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ
———————————————————-
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ბატონი ზურაბ გურული და TV მთავარის ჟურნალისტი ქალბატონი ეკა კვესიტაძე თავიანთ ფეისბუქზე და „TV მთავარის“ გადაცემებში გეგმაზომიერად ეწევიან COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლის და ქართველი ექიმების დისკრედიტაციას, რისთვისაც იყენებენ, როგორც არსებული ფაქტების ტენდენციურ ინტერპრეტაციას, ისე ფაქტობრივ ტყუილებს. ასე მაგალითად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძეს ჰქონდა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმა და ამის მიუხედავად იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს და ისიც არა კლინიკაში, არამედ კარანტინში ყოფნისას.

ა.წ. 30 აპრილს, ხუთშაბათს „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ (ქ-ნ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას) ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძემ ცალსახად და ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ მას ჰქონდა ხველა, პნევმონია, რის გამოც 26 (ოცდაექვსი) დღე გაატარა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის კლინიკაში (და არა კარანტინში) და კლინიკაში ყოფნისას 10 დღის მანძილზე იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს, რა დროსაც არ შეუნიშნავს არანაირი გვერდითი მოვლენები, რამოდენიმე დღეში მოეხსნა ხველა და მისი დაავადება და გამოჯანმრთელების პროცესი წარიმართა ყოველგვარი გართულებების გარეშე.

ბ-ნი გურულის და ქ-ნი კვესიტაძის 100%-იან ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები არ არის უწყინარი, ვინაიდან შეუძლიათ გამოიწვიონ COVID-19-ით პაციენტებში ქართველი ექიმებისადმი უნდობლობა, მისგან გამომდინარე სერიოზული შედეგებით და აგრეთვე მკურნალობის COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლისა და ჩვენი ცენტრის რეპუტაციას შელახვა. მე ვითხოვ ბ-ნ გურულისა და ქ-ნ კვესიტაძისაგან უმოკლეს დროში თავიანთი განცხადებების დეზავუირებას და ბოდიშის მოხდას ჩვენი ცენტრისა და ტელემაყურებლების წინაშე.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი • Tsmu
ევექსი კლინიკები • Evex Clinics
Innova Medical Center
High Technology Medical Center, Tbilisi
MediCall მედიქოლი 2500500
რესპუბლიკური საავადმყოფო
ავერსი ფარმა – Aversi Pharma
ავერსის კლინიკა • Aversi Clinic
კახაბერ ხარებავას კლინიკა • Kakhaber Kharebava Clinic
დიაკორი – დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი
ახალი ვექტორი – New Vector
Genpud
თანადგომა ბათუმი
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა
Real People Real Vision
ახალი გზა New Way Новый Путь
Hepa Plus / ჰეპა პლიუსიs / ჰეპა პლიუსი
Clinic “NeoLab” – კლინიკა “ნეოლაბი”
Aceso • აკესო
ასოციაცია “ქსენონი” • Association XENON
პირველი არხი
აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი
ტელეკომპანია პულსი
Rustavi 2
TV Imedi
Formula • ფორმულა
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
InterPressNews.ge
Ipress.ge
POSTV – ახალი ამბები
Netgazeti
რადიო თავისუფლება

„ალია“ დაუკავშირდა ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც დაადასტურეს რომ აღნიშნული პოსტი ნამდვილად მარინა ეზუგბაიას განცხადებაა.


კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved