• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯერ ვიფიქრე არ გამოვეხმაურები თქო, ჩემმა მეგობრებმაც ასე მირჩიეს, მაგრამ…“ – ეკა კვესიტაძე მარინა ეზუგბაიას პასუხობს

ალია ავტორი - ალია
15:44 05-03-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებას, სადაც მარინა ეზუგბაია ეკა კვესიტაძისგან და ზურა გურულისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

„ცოტა ხნის წინ მარინა ეზუგბაია გამოვიდა და თქვა, მე ფეისბუქი საერთოდ არ მაქვსო და ფეიკი გვერდიაო. ეს კიდევ უფრო კარგად არჩვენებს, თუ როგორ იყენებს სახელისუფლო პროპაგანდა ექიმების სახელებს ადამიანების დისკრედიტაციისთვის. დანარჩენს მაინც დავტოვებ. 

“მე კი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ “პლაქ­ვე­ლი­ნი” პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­მი­ნიშ­ნა. ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ა­ვა­დე­ბა. იქ სა­დაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერ­თვე­ბა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა.’ 13:29 / 04-04-2020 . ესაა ციტატა ნიკა გამყრელიძესთან ინტერვიუდან, რომელიც გადაცემაში გამოვიყენეთ (ლინკს კომენტარებში ჩავაგდებ)- მხოლოდ ციტატა. ისევე როგორც გამოვიყენეთ რადიო თავისუფლების რესპოდენტების ციტატები იგივე თემაზე. ჯერ ვიფიქრე არ გამოვეხმაურები თქო, ჩემმა მეგობრებმაც ასე მირჩიეს, მაგრამ, მერე ვნახე ქოც-სააგენტოების მიერ ატაცებული და გადავწყვიტე, მხოლოდ მშრალი ფაქტები მოგაწოდოთ. ამ ქალბატონს კიდევ გადაეცით, რომ გადაცემაში ვეპატიჟები, ერთხელ მაინც თქვას უარი შალვა რამიშვილთან სტუმრობაზე და ჩემთან მოვიდეს. დარწმუნებული იყოს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ბევრ თემაზე, მათ შორის იმაზე, თუ რა კლინიკური კვლევებს ატარებენ და სად აპირებენ ამ კვლევების გამოქვეყნებას“.

აქვე გთავაზობთ მარინა ეზუგბაიას პოსტსაც:

„ბ-ნმა ზურაბ გურულმა და ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ
———————————————————-
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ბატონი ზურაბ გურული და TV მთავარის ჟურნალისტი ქალბატონი ეკა კვესიტაძე თავიანთ ფეისბუქზე და „TV მთავარის“ გადაცემებში გეგმაზომიერად ეწევიან COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლის და ქართველი ექიმების დისკრედიტაციას, რისთვისაც იყენებენ, როგორც არსებული ფაქტების ტენდენციურ ინტერპრეტაციას, ისე ფაქტობრივ ტყუილებს. ასე მაგალითად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძეს ჰქონდა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმა და ამის მიუხედავად იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს და ისიც არა კლინიკაში, არამედ კარანტინში ყოფნისას.

ა.წ. 30 აპრილს, ხუთშაბათს „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ (ქ-ნ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას) ბ-ნ ნიკოლოზ გამყრელიძემ ცალსახად და ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ მას ჰქონდა ხველა, პნევმონია, რის გამოც 26 (ოცდაექვსი) დღე გაატარა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის კლინიკაში (და არა კარანტინში) და კლინიკაში ყოფნისას 10 დღის მანძილზე იღებდა მედიკამენტ პლაქვენილს, რა დროსაც არ შეუნიშნავს არანაირი გვერდითი მოვლენები, რამოდენიმე დღეში მოეხსნა ხველა და მისი დაავადება და გამოჯანმრთელების პროცესი წარიმართა ყოველგვარი გართულებების გარეშე.

ბ-ნი გურულის და ქ-ნი კვესიტაძის 100%-იან ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები არ არის უწყინარი, ვინაიდან შეუძლიათ გამოიწვიონ COVID-19-ით პაციენტებში ქართველი ექიმებისადმი უნდობლობა, მისგან გამომდინარე სერიოზული შედეგებით და აგრეთვე მკურნალობის COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლისა და ჩვენი ცენტრის რეპუტაციას შელახვა. მე ვითხოვ ბ-ნ გურულისა და ქ-ნ კვესიტაძისაგან უმოკლეს დროში თავიანთი განცხადებების დეზავუირებას და ბოდიშის მოხდას ჩვენი ცენტრისა და ტელემაყურებლების წინაშე.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი • Tsmu
ევექსი კლინიკები • Evex Clinics
Innova Medical Center
High Technology Medical Center, Tbilisi
MediCall მედიქოლი 2500500
რესპუბლიკური საავადმყოფო
ავერსი ფარმა – Aversi Pharma
ავერსის კლინიკა • Aversi Clinic
კახაბერ ხარებავას კლინიკა • Kakhaber Kharebava Clinic
დიაკორი – დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი
ახალი ვექტორი – New Vector
Genpud
თანადგომა ბათუმი
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა
Real People Real Vision
ახალი გზა New Way Новый Путь
Hepa Plus / ჰეპა პლიუსიs / ჰეპა პლიუსი
Clinic “NeoLab” – კლინიკა “ნეოლაბი”
Aceso • აკესო
ასოციაცია “ქსენონი” • Association XENON
პირველი არხი
აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი
ტელეკომპანია პულსი
Rustavi 2
TV Imedi
Formula • ფორმულა
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
InterPressNews.ge
Ipress.ge
POSTV – ახალი ამბები
Netgazeti
რადიო თავისუფლება

ცნობისთვის, „ალია“ დაუკავშირდა ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც დაადასტურეს რომ აღნიშნული პოსტი ნამდვილად მარინა ეზუგბაიას განცხადებაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved