• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა – ევროკავშირის ელჩი

ალია ავტორი - ალია
14:44 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

“შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა”, – ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აკეთებს.

ელჩი გამოეხმაურა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“.

ევროკავშირის წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ვადებს ეხება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციელებს საქართველო რეფორმებს. ეს რეფორმები დასახული არ არის ბრიუსელისთვის ან სხვა ვინმესთვის თავის მოსაწონებლად. ისინი დადგენილია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა, ამიტომ თავად საქართველოს ინტერესებშია განახორციელოს ეს რეფორმები და იყოს მზად ევროკავშირში შესვლისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინსკის თქმით, ყველა ეს რეფორმა აბსოლუტურად აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ ევროკომისიის მიერ დადგენილ 9 დათქმასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიოს.

ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო ძლიერი, სტაბილური ქვეყანა ძალიან ძლიერი, კარგად მოქმედი პროფესიული ინსტიტუტებით და გვინდა მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს რაც შეიძლება სწრაფად. ასე რომ, დიახ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს. ჩვენ, როგორც ევროკავშირის დელეგაცია აქ, თბილისში, მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. მიმდინარეობს ინტენსიური კონტაქტები შესაბამის ხელისუფლებასა და კოლეგებს შორის ბრიუსელში და დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ოქტომბერში გველოდება, პარალელურად გაგრძელდება ძალიან შრომატევადი მუშაობა, რათა განხორციელდეს საჭირო რეფორმები 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით პროგრესის მისაღწევად ისე, რომ, რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე -გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნაზე“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved