საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია – 5066 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 528. ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 589 შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები