• რეკლამა
  • კონტაქტი
16:33, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოსნია და ჰერცეგოვინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

ალია ავტორი - ალია
15:01 05-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცოგოვინაში, კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს 5 მოქალაქე ქ. გრუდეში იმყოფებოდა, საიდანაც ბოსნია და ჰერცოგოვინას მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებდა გადაადგილებას.

„ანკარაში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე აკრედიტებულია ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოსნიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის საჭირო სპეციალური ნებართვის მოპოვება, რის შემდეგაც, შესაძლებელი გახდა მათი ტრანსპორტირება ქ. გრუდედან სერბეთის საზღვრამდე. ხოლო სერბეთში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება და შესაბამისი ნებართვების მოპოვება უნგრეთის საზღვრამდე გადაადგილებისთვის. თავის მხრივ, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდა მათი ტრასნპორტირება ქ. ვენამდე, ხოლო ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით კი, მათთვის მოპოვებულ იქნა ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლისა და გამგზავრების ნებართვა.

ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, მ/წლის 1 მაისს, ხსენებული საქართველოს მოქალაქეები ქ. ვენიდან ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. მინსკის მიმართულებით, საიდანაც ბელარუსში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ასევე შესაბამისი ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. ერევანში, საიდანაც სომხეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ორგანიზებული დერეფნის საშუალებით გამოემგზავრნენ სამშობლოში.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved