ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ადგილობრივებმა ეიქმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს, გამოძიება დაიწყო.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მსუბუქად დაზიანდა ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი კი არ დაფიქსირებულა.
კომენტარები