• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს განაჩენი უნდა გაუქმდეს, მოსამართლე, რომელმაც ასეთი დარღვევა დაუშვა, გასაგდებია” – ზაზა ხატიაშვილი ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

ალია ავტორი - ალია
23:25 01-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,591

გუშინ, 10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა. გამომდინარე იქედან, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილა ისე, რომ ენის არმცოდნე პირს, თარჯიმანი არ დაუნიშნა, გამომდინარე იქედან, რომ თარჯიმანზე არც პროკურატურას და შსს–ს უზრუნია, ყველა მტკიცებულება, კანონდარღვევით შედგენილი გამოდის. რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო, ეს მალე გამოჩნდება, თუმცა, ეს არ ცვლის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურის თუ შსს–ს მიერ კანონის, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

ალიას მომხდარზე ესაუბრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და ამბობს:

ეს არის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებლად განაჩენის გაუქმებას მოითხოვს. პირს, მისთვის გასაგებ ენაზე რომ უნდა განემარტოს ბრალდება, ამას ამბობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, თუმცა მურუსიძე–ჩინჩალაძის სამართალთან, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. 

წლები ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და არა, ნამდვილად არ მსმენია მსგავსი რამ მომხდარიყოს საქართველოში, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც კი, როცა კოლექტიურად ასამართლებდნენ ადამიანებს, ასეთი დარღვევის შესახებ, არ მსმენია. ერთი ძველი საქმე ვიცით ასეთი, ბროზოვიჩი იტალიის წინააღმდეგ, იქ იყო ასეთი წარმოუდგენელი დარღვევა, ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა და ხმაურიანი პროცესი იყო. 

გამორიცხულია სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი არ გააუქმოს, საერთოდ როგორ შეიძლება რაიმე სახის მტკიცებულებებზე საუბარი, ასეთი დარღვევის შემდეგ? – ადამიანს დაერღვა თავის დაცვის უფლება. ეს იცით როგორი დარღვევაა? – მოსამართლის მაგიერ მექანიკოსმა რომ გამოუტანოს განაჩენი – ამ ტიპის დარღვევაა, ადამიანი ისე გაასამართლეს არ იცოდა თავისი ბრალდება. 

ყველა ვარიანტში უნდა გააუქმოს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი, გამორიცხულია განაჩენი რომ დარჩეს ვადაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, დაცვის მხარემ იუსტიციის საბჭოში და სადისციპლინო კომისიაში საქალაქო სასამართლოს იმ მოსამართლეს უნდა უჩივლოს, ვინც ასეთი წარმოუდგენელი დარღვევა დაუშვა. ამ მოსამართლეს აღარ უნდა მიეცეს საქმის განხილვის საშუალება. ეს მოსამართლე გასაგდებია სასამართლოდან.

სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე – “ალიას” ექსკლუზივი

თეგები: ზაზა ხატიაშვილისასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved