• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამებიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!” – პეტიცია

ალია ავტორი - ალია
21:35 01-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,087

“სამების საკათედრო ტაძრიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!”, – ამ სახელწოდებით მოქალაქეების პეტიცია სოციალურ ქსელში გამოჩნდა.

გთავაზობთ პეტიციას უცვლელად:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილია გამოსახულება, რომელიც ასახავს იოსებ სტალინის სტუმრობას რუსეთში წმინდანად მიჩნეულ მატრონასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იმ რუსული ხატის გადმოკოპირებული ვარიანტი, რომელმაც რუსეთშიც კი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აღინიშნებოდა, რომ სტალინის ე.წ. სტუმრობა მატრონასთან იყო შეთხზული ამბავი, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი საერთო არ გააჩნდა.

სრულიად გაუგებარია, თუ რატომ დაუშვეს სამების საკათედრო ტაძრის მესვეურებმა საბჭოთა დიქტატორის გამოსახულების გამოფენა ტაძარში. იოსებ სტალინი, საბჭოთა დიქტატორი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს გასაბჭოება, ქვეყანაში სისხლის გუბეების დაყენება და საქართველოს ჩამოშორება ცივილიზებული სამყაროსგან ხანგრძლივი ვადით, არ უნდა იყოს გამოფენილი ქართულ ტაძარში.

სტალინის მმართველობის ეპოქას უკავშირდება 1937 წლის რეპრესიებს, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე. მათ შორის დახვრეტილ იქნა ათობით ათასი სასულიერო პირი ისევე როგორც, ბოლშევიკურ რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა საქართველოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია! ეს ფაქტი შეურაცხყოფას აყენებს სტალინის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, დახვრეტილი და გადასახლებული ჩვენი ათასობით თანამემამულის ხსოვნას. ასევე, ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც სტალინური რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ოჯახების შეურაცხყოფად. გარდა ამისა, ეს არის იმ იდეის უგულებელყოფა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ბატონი ზვიად გამსახურდია და ბატონი მერაბ კოსტავა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, საქართველოს საპატრიარქოსგან მოვითხოვთ, რომ აღკვეთილ იქნას ეს ფატალური და ქართველი ერისთვის დამამცირებელი შეცდომა და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანილ იქნას საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ნახატი!”, – ნათქვამია პეტიციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved