საქართველოში კორონავირუსი ადამიანს 566 დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 550. ინფექციას სულ 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
კომენტარები