• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია თურნავა: განახლებული საკრედიტო – საგარანტიო სქემის მიზანია, დასაქმებულებს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ

ალია ავტორი - ალია
10:23 05-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და მათთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება – საკრედიტო – საგარანტიო სქემა განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, ამ სქემის განსახორციელებლად 300 მლნ ლარი განისაზღვრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკრედიტო – საგარანტიო სქემა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეების დახმარებისთვის. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეს და ბიზნესის სტიმულირების სხვა მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანას, უფრო სწრაფად გამოვიდეს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ დღეებში მთავრობას წარვუდგინოთ ნორმატიული აქტის პროექტი, რომლითაც საკრედიტო – საგარანტიო სქემა განახლებული პარამეტრებით შევა ძალაში და შესაბამისად, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს ამ სქემის საჭიროება ძალიან მაღალია.

„მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მისი მიმღები ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი მათ წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევას უფრო მარტივად გაუმკლავდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო სქემის განახლებული მექანიზმი მოწოდებულია, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მცირე ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს.

„დღეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ საბრუნავი საშუალებები. შესაბამისად, საფრთხე ექმნებათ ასეთ კომპანიებში დასაქმებულებს. ჩვენი ნებისმიერი პროგრამისა და მექანიზმის მიზანი, საბოლოო ჯამში, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

განახლებული ფორმატის საკრედიტო – საგარანტიო სქემა ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს – მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ საბანკო სესხების რესტრუქტურიზება, ასევე მოიზიდონ კაპიტალი თავისი საჭიროებების, მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი 15 ბანკის, ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გია კაკაურიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბანკებთან განახლებული საკრედიტო – საგარანტიო სქემის დეტალების განხილვის მიზნით შეხვედრებს განაგრძობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved