• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ სიუჟეტის გასვლის მერე მთელი წალენჯიხა „ოცნებაზე“ იცინის” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
14:01 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,245

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია:

„ქართული ოცნების“ აღვირახსნილ შავ პროპაგანდას ახალი სამიზნე ჰყავს – „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ოლიგარქის პოლიტიკურ გუნდს ხაზარაძე არასოდეს ეხატებოდა გულზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ლელოს“ დამფუძნებელი „შუა უნდა შეიკრიბოს“ იდეით გამოვიდა, „ოცნება“ მთლად ჭკუიდან გადავიდა.

შესაბამისად, ერთ-ერთმა სახელისუფლებო ტელევიზიამ მამუკა ხაზარაძეს სპეცსიუჟეტი მიუძღვნა და იმაში დაადანაშაულა, რომ დაპირებას არ ასრულებს და წალენჯიხა არ ააყვავა.

მოდი, დავიწყოთ იმით, რომ მამუკა ხაზარაძე ოპოზიციაშია და შესაბამისად, რომელიმე მუნიციპალიტეტის, თუნდაც წალენჯიხის აყვავება არ ევალება, ანუ იმის გამო, რომ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება წალენჯიხას და ადგილობრივ მოსახლეობას ფეხზე იკიდებს, ამის გამო პასუხს ხაზარაძეს ვერავინ აგებინებს.

ისე, 11 წელია, „ოცნება“ ხელისუფლებაშია, ამ ხნის განმავლობაში ასი ათასობით ლარი დაიხარჯა ვითომ წალენჯიხის მუნიციპალურ პროექტებზე, მაგრამ შედეგი ნოლი, ანუ სანამ წალენჯიხის მერის პოსტი ოპოზიციონერმა გიორგი ხარჩილავა და მისი გუნდი არ მოვიდა, „ოცნება“ ხალხისთვის არაფერს აკეთებდა.

„ოცნება“ ახლაც ცდილობს, ხარჩილავას ხელი შეუშალოს და იგივე საკრებულო მერის ინიციატივებს ხშირად ბლოკავს.

ამ ფონზე მამუკა ხაზარაძე მაქსიმუმს აკეთებს, რომ წალენჯიხის მოსახლეობის მძიმე ცხოვრება ოდნავ მაინც შემსუბუქდეს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ „ლელოს“ ლიდერი ხალხს ინდივიდუალურად ეხმარება.

წალენჯიხის ძველი კოლმეურნეობის შენობის თანამედროვე სახელოვნებო სივრცე „ART მეურნეობის“ პროექტის განხორციელება კი აქტიურ ფაზაშია გადასული.

105 ძირი უნიკალური ნერგი იტალიიდან უკვე დაირგო.

ლანდშაფტური სივრცის მოსაწყობად და სპეციალური დიზაინი ადგილობრივმა ლანდშაფტის დიზაინერებმა შექმნეს.

ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში რეჟისორ ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით თეატრი და მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა მოეწყობა. ამავე შენობაში განთავსდება რეგიონალური IT სკოლა და მოეწყობა სამხატვრო სივრცე. Art მეურნეობას, ბავშვებისათვის 25 მეტრიანი საცურაო კომპლექსი ექნება, რომელიც უკვე წალენჯიხაშია.

სამყაროში, IT სკოლაში და “იუ­ვენ­ტუ­სის“ აკა­დე­მიაში სწავლება მხოლოდ წალენჯიხაშია უფასო. დიახ, უფასო და ისიც წალენჯიხაში. თქვენი პოლიტიკისაგან განსხვავებით იქ ბავშვებს პოლიტიკური ნიშნით არ რიცხავენ.

„ART მეურნეობის“ სკვერში განთავსდება მეგრულ-აფხაზური რე-დიზაინირებული, თანამედროვე კონცეფციის სამზარეულო, რომელსაც ახალგაზრდა და ცნობილი ქართველი შეფები მოამზადებენ. ე.წ კოლმეურნეობის შენობაში ათწლეულების განმავლობაში მცხოვრები 3 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკვე 2 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

ამ ფონზე „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, აი, ხაზარაძე წალენჯიხაში თეატრს აშენებს და ხალხის სხვა პრობლემები არ აინტერესებსო, სასაცილოა.

საერთოდ, ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის მერე მთელი წალენჯიხა „ოცნებაზე“ იცინის.

ხალხი გაიცინებს, აბა, რა იქნება, როცა ხელისუფლება ერთ ადგილის ფხანისა და საკუთარი ჯიბეების გასქელების მეტს არაფერს აკეთებს, საქმეს მხოლოდ ოპოზიციას სთხოვს და როცა ოპოზიცია ამ საქმეს აკეთებს, მაშინაც ხელს უშლის, მაგრამ 2024 კარსა მომდგარი.

ხალხს ბევრისთვის გაუძლია, ცოტას კიდევ გაძლებს და არჩევნებზე „ოცნება“ სამთავრობო სკამებს რომ გამოემშვიდობება, იგივე ხაზარაძე, ხარჩილავა თუ სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან და ხალხს გვერდიდან არ სცილდებიან, მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ბევრს გააკეთებენ!

ასე რომ, ძვირფასო „ოცნება“ პროპაგანდისტებო, ცოტა „ფითილს“ დაუწიეთ, თორემ ძალიან მალე ისე გაგიხდებათ საქმე, რომ თქვენი დღევანდელი ტყუილების გამო საკუთარი ახლობლებიც კი მატყუარებს საჯაროდ დაგიძახებენ!”

თეგები: ბერდია კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved