• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის ფაქტორი და ივანიშვილის შიშები – „ქართული ოცნება“ უკრაინას ემუქრება

ალია ავტორი - ალია
11:34 04-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნის საკითხი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მორიგ თავსატეხად იქცა, რის გამოც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებმა, პარტნიორ სახელმწინფოსთან ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის ცუდად დასრულდება. ამ განცხადებას აკეთებს თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

„სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის ცუდი შედეგით დასრულდება“ თუკი უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება” – განაცხადა კალაძემ უკრაინული ტელეარხის, „112 უკრაინა“ გადაცემაში ჩართვისას.

გია ვოლსკი, რომელიც უკრაინას ასევე „ცუდ დასასრულს“ უანონსებს, უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ სააკშვილის დანიშვნის შესაძლებლობით სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ. ქართული ოცნებისთვის კვლავ აგვისტოს ომის თემა გააქტიურდა. მმართველი პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერების შეკრებას „ტაშ-ფანდურს“ უწოდებს და ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

„უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია იმდენად, რამდენადაც მსოფლიო პოლიტიკის დღეს არსებული პრაგმატიზმი მოითხოვს. „ჩვენი მსხვილი პარტნიორებისთვის – ევროპისა და აშშ- სთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ ახლოს და მთელ რიგ საკითხებზე გვქონდეს კოორდინაცია. საქართველოსაც არ აქვს ფართო პოლიტიკური სპექტრი. არის მიშა სააკაშვილის კლასტერი, არის ხელისუფლება და მცდელობა იმისა, რომ დესტრუქცია მოხდეს, რის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი. ახლა ეს სააკაშვილი გამოჩნდა უკრაინასთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია სტრატეგიული ინტერესები. სააკაშვილის პოლიტიკური მომხრესც რომ იყოს, ისიც უნდა ხედავდეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა ფუჭდება სააკაშვილის ფაქტორით”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი მოსაზრებით, ფარდის მიღმა არიან ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკაშვილი არის კარგი რესურსი შიდა ძალებთან დასაპირისპირებლად. მისივე განცხადებით, ფინასური დინებების გაკონტროლება არის მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია უკრაინას და მის ახალ პრეზიდენტს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ საკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებიდან კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი კორპორაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ნელ-ნელა ყველაფერს დაიქვემდებარებს.

„ეს სქემა შესთავაზა მან ღიად უკრაინელ ხალხს. ეს არ არის მხოლოდ ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა, არამედ ეს არის სილის გაწვნა, პირველ რიგში, უკრაინელებისთვის”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნვა უკრაინელებისთვის ცუდი შედეგით დამთავრდება. მისივე განცხადებით, არსებობს დეტალები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ უკრაინის ისტებლიშმენტმა, არამედ სპეცსამსახურებმაც. „საინტერესოა, რა პასუხი აქვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს ამ ფაქტზე: 2008 წლის 9 აგვისტომდე ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ რუსეთი შემოსულია საქართველოში. ჯერ კიდევ ივლისში, იმის მაგივრად, რომ უშიშროების საბჭოსთვის მიემართა სააკაშვილს, რომ აგრესია რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილია და განხორციელდება, ნაცვლად იმისა, რომ ხალხი გამოეყვანა იქედან, ის წავიდა იტალიაში პუტინის წარმომადგენლის რჩევით. იქედან ჩამოსულმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი რუსეთს არ აინტერესებს. 6-7 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ თითქოს მოსკოვში გაოცებულნი იყვნენ, რა უნდოდა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, კოკოითს. ზუსტად ამ დროს რუსეთის შენაერთები უკვე საქართველოში იყვნენ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშრებით მოლაპარაკებები წარემართა, თბილისში რუსთაველის გამზირზე „ტაშ-ფანდური იყო გამართული”.​

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved