• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაო ბიძინა, გიჭირთ ხო? – ნუ გვეჭიმები ერთი, შე ვირუსით დამფრთხალო…”

ალია ავტორი - ალია
20:08 04-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

“იმედი” თურმე რესპების გაშავებითაა ახლა დაკავებული. რაო, ბიძინა (ლაშა, შალვა და სხვა), ინტელექტუალურად გიჭირთ, ხო? ნუ გვეჭიმები ერთი… შე ვირუსით დამფრთხალო…”, – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ ძმებ დავით და ლევან ბერძენიშვილებზე მომზადებულ სიუჟეტს.

“სახელისუფლებო მედიას, ტროლებს, ბოტებს და აგიტპროპაგანდის ჩინოვნიკებს თქვენს მორიგ მდარე მესიჯბოქსზე გპასუხობთ:

1. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნა/არდანიშვნის საკითხი არის იმ ქვეყნის- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეწყვილის – უკრაინის საშინაო საქმე და საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები ელჩის შესაძლო გამოწვევაზე და ა.შ. არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ქვეშევრდომების ქვეყნისთვის დამაზარალებელი აკვიატება.

2. ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ გამეტებაზე პასუხისმგებელი არის სააკაშვილის ხელისუფლება, რაც რესპუბლიკელებისთვის იყო, არის და იქნება უტყუარი ფაქტი. იხელმძღვანელეთ ამ ორპუნქტიანი ტექსტით და პარტიის განცხადებით. ნუ ” შეგიყვარდით” ახლა ყველას ერთდროულად ყველა რესპუბლიკელი”

მოგვიანებით ბერძენიშვილი, კიდევ ერთხელ წერს:

„იმედი“ თურმე რესპების გაშავებითაა ახლა დაკავებული. უმუშავიათ ბევრი. ეს საზიზღარი ძმები, პარტიის განცხადებები, პრუსტიც კი ახსენა გორგილაძემო…. ხო გეუბნებით, “რესპუბლიკა ეტერნა”.

რაო, ბიძინა (ლაშა, შალვა და სხვა), ინტელექტუალურად გიჭირთ, ხო? უკრაინაზე ჩვენმა განცხადებამ გაგაცოფათ და ვალერი გელაშვილის ცემაზე იგივე პოზიციაზე რომ ვართ, საკაშვილის ხელისუფლება რომაა პასუხისმგებელი, ახლაც რომ ვამბობთ ამას მიუკიბ-მოუკიბავად, ამან უფრო, ხო?

ბიძინა! 2005-2006 წლებში, გელაშვილის ცემის და მერე პარლამენტიდან გაგდებისას შენი ვოლსკი მიშას მინისტრის მოადგილე იყო, ახლა შენია ( მისი მინისტრიანა). შენ თითონ მიშასი იყავი, შენი კალაძეც და მთელი „ქართუ“, ახლა რომ მთავრობაში გყავს… ხმა არ ამოგიღია გელაშვილზე თავდასხმაზე, იქნებ, მოიწონე კიდეც. სააკაშვილის ხელისუფლების ზეობის ჟამს ჩვენ მის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდით. ნუ გვეჭიმები ერთი, ნურც წესიერებაში და ნურც კვალიფიკაციაში, ნურც სითამამეში….შე ვირუსით დამფრთხალო”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved