• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვახო, შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი?” – გატაცების სამი ბრალდება შს მინისტრს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
18:31 11-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
465

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი 2022 წელს, ციხიდან გავრცელებულ წერილში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ორი გატაცების საქმეს უკავშირებდა და წერდა:

„ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათა შორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.

1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო;

2) ბიძინას დავალება – მუხთალის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა.

მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო [ვახტანგ გომელაური], შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000-კაციანი შსს გიჭირავს ხელში.

შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს…

ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა.

იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!“

ცნობისთვის, საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი, მოულოდენლად ჯერ რუსეთში, შემდგომ კი, რუსეთის ციხეში აღმოჩნდა. მისი მეგობრების თქმით, მან იცოდა, რომ მასზე საქმე იყო აღძრული. 

შსს ამტკიცებს, რომ მათი ინფორმაციით, აქტივისტი, საკუთარი ფეხით და სურვილით გადავიდა საოკუპაციო ხაზს. ადგილობრივები კი ჰყვებიან, რომ იგი, ვიღაც პირებმა, სწორედ ლომისი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. 

თბილისის ცენტიდან, 2017 წელს გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მედიასთან, ამბობს:

ეს არის ჩემი ისტორიის, გატაცების მსგავსი ამბავი. მე დარწმუნებული ვარ, რუსი აქტივისტი გაიტაცეს ქართული სპეცსამსახურების ჩართულობით, როგორც ჩემს შემთხვევაში.

თქვენი მოქმედი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ის არის დიქტატორის, პუტინის მეგობარი და მათი თხოვნით მუდმივად ასრულებს ასეთ დავალებებს.

მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავსი გატაცებების ორგანიზების დიდი გამოცდილება გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსულ, არამედ ბელორუსულ სპეცსამსახურებთან და თუ არ მეშლება, მათ 2 წლის წინ შეთანხმებაც გააფორმეს.

საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა იმ სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩამოდიან და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ”

“გატაცებების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს – რუსი აქტივისტის გატაცების უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან” – მუხთარლი

თეგები: ვახტანგ გომელაურისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved