• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხუთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა – არის ეჭვი, რომ ისინი სიმპტომებს მალავდნენ!

ალია ავტორი - ალია
14:29 04-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ,  კორონავირუსი დაუდასტურდა.

ისინი ავლაბარში მდებარე ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან (სასტუმრო) სტაციონარებში გადაიყვანეს, ამავე სასტუმროში უკვე ორი კვირის განმავლობაში მყოფ პირებს კი საკარანტინო ვადა გაუგრძელეს.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას კარანტინში მყოფი ექიმი, ირმა მელქაძე ამბობს, რომ საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულებთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისად მისთვის გაუგებარია რატომ გაუხანგრძლივეს კარანტინში ყოფნის ვადა.

„აქ, კარანტინში მყოფ ადამიანებს ორშაბათს გაგვიკეთდა ლუგარის ტესტი. გუშინ მოვიდა პასუხი, რომ ყველა უარყოფითია გარდა 5 ადამიანისა. აქედან სამი არის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტროფის ბრიგადის თანამშრომელი. ყველა გახლავთ ექიმი.

ორი ინფიცირებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, მათი ასაკიდან გამომდინარე.

რადგან ამათ დაუდასტურდა, ჩვენ რატომ გვტოვებენ კარანტინში, ამას ვერ გვეუბნებიან, რადგან 14 დღეა აქ ვარ და აბსოლუტურად არავისთან კონტაქტი არ მქონია.

ინფიცირებულები გუშინვე გადაიყვანეს კლინიკებში. სამი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი – ბოჭორიშვილში, ერთიც – ინფექციურში.

მე მგონია, რომ სანამ კარანტინში გადმოგვიყვანდნენ, იქ ბოლნისშივე ჰქონდათ ამათ ჩივილები და თავის დროზე არ თქვეს. არ არსებობს, რომ მათ ახლა გამოვლენოდათ ეს. აქ კარანტინში ყველა ცალ-ცალკეა გამოკეტილი და ვერანაირად ვერავისგან ვერ გადაედებოდათ.

თუ მათ ინფორმაცია დამალეს, ჩვენ სხვა ადამიანები რა შუაში ვართ, როცა არანაირი შეხება არ გვქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას  ექიმი ირმა მელქაძე.

“ალია” გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პაციენტებს, რომლემბიც ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულან, მაგრამ ვირუსი უკვე სუსტ ფორმებში აქვთ, ბოქსირებული პალატებიდან – კარანტინში გადაიყვანენ.

და როგორ იქნება შემდეგ, სანამ ერთსაც კი ექნება ვირუსზე ტესტი დადებითი, ყველა გამოჯანმრთელებული განმეორებით კარანტინში იქნება?

არ არის საკარანტინე სივრცე ასეთი დაცული, სამწუხაროდ, რომ იქ ინფიცირებულები გადაიყვანო, რომელთაგან ზოგი მალე გამოჯანმრთელდება, ზოგი გვიან და არც ამდენი გადამზადებული პერსონალი გვყავს, თორემ, ჰაერი და მზის სხივი რომ სჭირდება პაციენტებს, ცხადია. თუმცა, თუ ვენტილაციის სისტემა შეიცვლებოდა ან შეიცველება და პერსონალი კარგად გადამზადდება – ცუდი სულაც არ იქნებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved