• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქმეები, რომელზედაც მერაბიშვილმა და გვარამიამ ე.წ. აღიარებითი ჩვენებები მისცეს წულუკიანს…”

ალია ავტორი - ალია
03:15 04-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ეს ადამიანები არ შეცვლილან და არც მომავალში შეიცვლებიან, ეს იყო ძალიან საჭირო და დროული ინტერვიუ. კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არ შეიძლება, არამედ ვერც მოხდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ვანო მერაბიშვილმა და ნიკა გვარამიამ თავად გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის საკუთარი თავი კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ.

ვინაიდან მათი ხელისუფლებიდან გამოშორების მომენტიდან და ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, არც სურს იმ საშინელებების გახსენება, რაც მაშინ დროს ხდებოდა, ან უბრალოდ მიავიწყდეს ეს ყველაფერი.

სამწუხაროდ, ადამიანები ისე ვართ მოწყობილები, რომ ცუდი უფრო ადვილად გვავიწყდება ხოლმე.

ამიტომ სასიკეთოც კი იყო ის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, რომელსაც ერთ დროს ქვეყნის ახალი თაობების განათლებაც კი ებარა, და წინა ხელისუფლების ე.წ. ხერხემალი საუბრობდნენ და გვახსენებდნენ, თუ რაოდენ ჭუჭყიანი და ანტიჰუმანური ხელისუფლება მართავდა ქვეყანას.

მერაბიშვილმა და გვარამიამ რამდენიმე საქმეზე ე.წ. აღიარებითი ჩვენება მისცეს.

ორივე მოსაუბრე შეთანხმდა, რომ ბერძენიშვილი და ნათელაშვილი რუსეთის აგენტები არ იყვნენ. გირგვლიანის საქმეზე მათ თქვეს, რომ ეს იყო პრობლემა და ამ საქმემ მერაბიშვილის ოჯახს დისკომფორტი შეუქმნა.

თქვეს, რომ „იმედში“ შეჭრა და 7 ნოემბერი იყო შეცდომა. თქვეს, რომ ოპოზიციონერების და მათივე თანაგუნდელების შანტაჟის მიზნით გაკეთებული ფარული ჩანაწერები არაფერს ემსახურებოდა.

ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ორი გვამი არ მოუთხოვია და სხვა რაღაც იგულისხმა და არც კასრების ჩანაწერების შესახებ იცოდა. მან ასევე აღიარა, რომ ციხეებში სისტემური პრობლემა იყო, თუმცა მალევე დააზუსტა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ასეთი აბსურდული ბევრი რამ იყო ამ გრძელ, საინტერესო, მაგრამ აღმაშფოთებელ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამავე აბსურდის ნაწილი იყო ის, რომ მერაბიშვილი და გვარამია შეეცადნენ, საზოგადოებისთვის მორიგჯერ გაესაღებინათ, თითქოს ვანო მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში რაღაც მოიგო და ის პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.

ყველას გვახსოვს დიდი პალატის გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ იმსჯელა და ცალკე თავი დაუთმო ამ საკითხს, სადაც არაერთი არგუმენტაციისა და ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს ასე არ იყო. მიუხედავად ამისა ორი ყოფილი ხელისუფალი იჯდა და პირდაპირ ეთერში ამას ასაღებდა გამარჯვებას.

თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც მათ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედია გამარჯვებად შეეცადნენ მიეყიდათ საზოგადოებისთვის.

მოკლედ, სტილი დაცული იყო. ეს ადამიანები არ შეცვლილან და არც მომავალში შეიცვლებიან, ეს იყო ძალიან საჭირო და დროული ინტერვიუ.

გამიკვირდა კიდეც, რომ ეს ინტერვიუ ამ ფორმით გაკეთდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არ შეიძლება, არამედ ვერც მოხდება“

პრაიმტაიმი

“ალია” – წულუკიანს მხოლოდ ერთის თქმა დაავიწყდა – თუ აღიარებითი ჩვენებები მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში – რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება? თუ წულუკიანი მხოლოდ იუსტიციის მინისტრია, მხოლოდ ვიცე-პრემიერი და ამდენი ძალაუფლება არა აქვს?

ეჰ… იყოს მაშინ სერიებად… ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

18:57 11-24-2026
Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა
ახალი ამბები

წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა

14:16 11-24-2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
ახალი ამბები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

13:55 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved