• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ვიცეპრემიერი ჩინეთში ბანკეტს პუტინთან ერთად დაესწრო, მის სიტყვასაც მოუსმინა

ალია ავტორი - ალია
01:10 10-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
544

გამოცემა ტაბულას ცნობით, ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ირკვევა, ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცეპრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.

ღონისძიების ფარგლებში გამართული ბანკეტის ვიდეოში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მსხდომი სტუმრები, რომელთა შორის, როგორც კადრებზეა ასახული, ვლადიმირ პუტინი და ლევან დავითაშვილიც არიან.

ორი კადრი ერთი ვიდეოდან
კადრი ამავე ვიდეოდან

ამას გარდა, ღონისძიების სხვა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვიცეპრემიერი დავითაშვილი, ჩინეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიასთან ერთად ფორუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლასაც უსმენდა.

დავითაშვილი პუტინის სიტყვით გამოსვლას უსმენს

ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ უსმენენ დარჩიაშვილი და კალანდია ვლადიმირ პუტინს, დაბალი გარჩევადობისაა, თუმცა სხვა ჩანაწერებიდან (3:39)კარგად ჩანს, ამავე დღეს, ამავე დარბაზში, ამავე ადგილებზე მსხდომი ვიცეპრემიერი და ელჩი როგორ უსმენდნენ სი ძინფინგს.

ვიცეპრემიერი და ელჩი უსმენენ სი ძინფინგის სიტყვით გამოსვლას

ლევან დავითაშვილი გასულ დღეებში თავად ამბობდა, რომ ჩინეთში გამართულ ფორუმს ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია ესწრებოდა.

ფორუმს ესწრებოდა განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც, დავით საგანელიძე.

რუსეთის მხრიდან, ვლადიმირ პუტინის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვიც.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved