• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

ალია ავტორი - ალია
15:46 10-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

„23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და საზოგადოებას წარვუდგინოთ მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული პროექტები. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. დაარსების დღიდან სემეკის როლი მნიშვნელოვანია რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. ახლახანს ჩვენს ფუნქციებს დაემატა მელიორაციის სექტორის რეგულირება და დავიწყეთ ამ მიმართულებით გამოწვევების დაძლევა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.
დაარსებიდან დღემდე, სემეკი დამოუკიდებლობის პრინციპებთან ერთად ხელმძღვანელობს ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპით. კომისიის საქმიანობის მახასიათებლებია თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან, პრობლემების გადაწყვეტის თანმიმდევრობა, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და საჯაროობა. ჩემი და ჩემი გუნდის, ყველა სემეკელის სახელით მადლობას ვუხდი საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს, ლიცენზიატ კომპანიებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე. 1994-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრმა, ვლადიმერ პაპავამ 1997 წელს სემეკის დაარსების საფუძვლებზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ სემეკის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. სემეკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სემეკელის წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.

თეგები: დავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved