• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოთხი ბერკეტი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად – “ევროპული საქართველო”

ალია ავტორი - ალია
16:47 10-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

“ევროპულმა საქართველომ” ხედვა წარადგინა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად:

პირველი ეს არის “ტყვეთა გაცვლა”: ივანიშვილის რეჟიმმა  მიზანმიმართულად დააკარგვინა ქვეყანას ეს ბერკეტი. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლიტპატიმრის სტატუსით იქნა გათავისუფლებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ყველა პირი  (შკლირნიკოვი,გევორქიანი, გალოგრე, აბდულაევი და სხვები.)  ივანიშვილის რეჟიმს არ გამოუვლენია და არ დაუკავებია არცერთი რუსეთის ჯაშუში 2012 წლიდან დღემდე.

მეორე ეს არის, რუსეთის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა :
საქართველოს ხელისუფლების მიერ  ყველა ტიპის საერთაშორისო ფორმატის, საერთაშორისო ტრიბუნის და მსოფლიო მედიის პერმანენტული გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. (რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი პირების საკითხის პერმანენტულად დაყენება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან.)

მესამე, საქართველოს მოქალაქე სინდისის პატიმრების განთავისუფლებამდე  მარიონეტული რეჟიმის მოხელეებისთვის და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სერვისების სრული შეზღუდვა

და მეოთხე ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი:  დღეის მდგომარეობით, საქართველოს საერთო წლიური მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგიის 5%იანი დეფიციტის თურქეთიდან იმპორტით შევსება
საქართველოს დაახლოებით 40 მილიონი დოლარი დაუჯდება, რაც შესაძლებელს ხდის ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხის გამოყენებას ზეწოლის ინსტრუმენტად“ – თქვა გიორგი ნონიაშვილმა.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ორ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის ბებუას არ შეეხება.

ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება. ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციები დაანონსდა თბილისსა და ზუგდიდში.

თეგები: ირაკლი ბებუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved