• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით რას ნიშნავს ეს” – აქუბარდია საგარეო საქმეთა მინისტრს

ალია ავტორი - ალია
13:48 10-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
258

დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს და სთხოვა განმარტება, რას ნიშნავს, როცა საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში ” პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობაზე” საუბრობს.

მაშინ, როდესაც ევროკავშირი ჩინეთთან სამ პრინციპს ეყრდნობა – პარტნიორობა, კონკურენცია და გლობალური მეტოქეობა, მაშინ, როდესაც ჩვენი არჩევანი არის დემოკრატიული განვითარება, ჩინეთისა არ არის, რანაირად აწერთ ხელს იმას, რომ ჩინეთთან მმართველობით ფორმებს გაიზიარებთ და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, არ ვიცი, „ქართული ოცნება“ ივლის, ალბათ, თორემ მე რა ჯანდაბა მინდა. რას ნიშნავს, როცა ამას ხელს აწერდით, როგორ მითარგმნით მე, მმართველობით ფორმაში გამოცდილების გაზიარებას, როდესაც ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია და ჩინეთის ნამდვილად არ არის დემოკრატია რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ იქნებ გამაგებინოთ, გასაგებად, ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით რას ნიშნავს ეს ყველაფერი და თუ ვაღრმავებთ, სადამდე შეიძლება წავიდეს ეს და თუ ყოფილა კითხვები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ სრულიად მოულოდნელი იყო,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

საქართველო-ჩინეთის შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილში წერია, რომ: „მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“.

თეგები: თეონა აქუბარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved