ენმ-ს დეპუტატმა ანა წითლიძემ “ოცნების” დეპუტატ დავით სონღულაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჰკითხა:
“ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებასაც როგორ შეძლებთ ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ნაღმები ამ ცვლილებაში დევს. მე მაინტერესებს, რომ განმარტოთ – მე რომ მაგალითად მონა დაგიძახოთ თქვენ, ან რომელიმეს და ეს გააშუქოს მედიამ, ან რომელიმე ტელევიზიამ, თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად მონა დავიძახო ვინმეს, პრემიერს, ან უმრავლესობის რომელიმე წევრს, ეს რომ მედიამ გააშუქოს, რომელიმე ტელევიზია თუ დაჯარიმდება ამის გამო და თუ დაეკისრება სანქციები?!”
“უხამსობის კანონი” – რისი გაშუქების უფლება აღარ ექნება მედიას?
კომენტარები