• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უხამსობის კანონი” – რისი გაშუქების უფლება აღარ ექნება მედიას?

ალია ავტორი - ალია
13:51 10-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
816

ახალ კანონს “ოცნება” დაჩქარებული წესით იღებს. პირველი მოსმენით, სადავო კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ მოულოდნელად მიიღო. დღეს კი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლით  შეფუთულ პროექტში ახალი ჩანაწერი გაჩნდა. ანუ, კრიტიკულ მედიას შესაძლოა, ჯარიმა “უხამსობის” გამოც გამოუწერონ. უფრო კონკრეტულად, ჩნდება ბერკეტი, რომ მედიაში გასული ნებისმიერი მასალა უხამსად გამოაცხადოს.

რას ცვლის ხელისუფლება? – თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოთა შეცვლით  დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე  უხამსობად აღიქვამს, როგორც ეს უკვე მოხდა არაერთხელ და დააკავეს და დააჯაარიმეს არაერთი ადამიანი, და ასეთი ბანერი მოხვდება ტელეეკრანზე, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. კანონის ავტორები, არ საუბრობენ იმაზე, პარლამენტის სხდომებიდან უხამსი სიტყვების გაშუქებისას როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებენელი.

წინასაარჩევნოდ კანონის შეცვლას განსაკუთრებით მედია ექსპერტები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას კრიტიკული მედიის საბოლოოდ “მოგუდვა” უნდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, ხატია ღოღობერიძე:

“კრიტიკული მედიის რეგულირება საფრთხეა, მოქალაქეები ამის შედეგად მიიღებენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლებიც ამ თუ იმ ხელისუფლებას მოესურვება. უხამსობის რეგულირება განსაკუთრებით საფრთხილოა და საფრთხეა, რადგან ეს არის ზოგადი ცნება და ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოექცეს ამის ფარგლებში და ძალიან ბევრი მედია დაზარალდეს შედეგად, თუ გავითვალისწინებთ მედია ლანდშაფტს ისედაც კრიტიკული ვითარებაა, მათ შორის კრიტიკული მედიის შემთხვევაში, ვგულისხმობ ფინანსებს და დაჯარიმება მარეგულირებლის მხრიდან აისახება მათ მუშაობაზე და იქნება ძალიან სახიფათო და შეიძლება მოჰყვეს შეჩერება კონკრეტული მედიების”,

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი:

შეიძლება ზოგიერთი მწვავე გამოხატვა პოლიტიკური მნიშვნელობის იყოს იმიტომ, რომ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება ეს ნიშნავს, რომ მათი მიზანი არის შეზღუდონ კრიტიკული აზრი და შეუქმნან პრობლემები ამ თვალსაზრისით და ამას აკეთებენ ევროინტეგრაციის ეგიდით, სადაც სრულად განსხვავებული პრაქტიკა არის ამ ნორმების ინტერპრეტაციის”.

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, მიიღო.

წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved