• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იშვილა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მღვდელი მეუფე იობმა

ალია ავტორი - ალია
01:30 04-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შვილობილია.

ამის შესახებ ბრალდებულის ახლობლები თავად საუბრობენ.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი ერისკაცობაში კობა კობაიძე გახლდათ.

მას შემდეგ, რაც ის მეუფე იობმა იშვილა სახელიც და გვარიც შეიცვალა და დავით აქიაშვილი გახდა. მან მამობილი მღვდელმთავრის გვარი მიიღო.

„კობა ძალიან ურჩი, თავისებური ბავშვი იყო. ერთ დღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, მონასტერში წავიდა. იქ მეუფე იობს უნახავს. მერე მეუფე თავად გვეწვია. დაწვრილებით გამოგვკითხა კობას ამბავი და გვითხრა, მინდა ვიშვილოო“, – ყვება ბრალდებულის ოჯახის წევრი.

მეუფე იობმა 81 წლის ასაკში მონაზვნად აკურთხა კობა კობაიძის ნათესავი, დედა მარიმიც, რომელიც ოჯახში სტუმრობის დროს გაიცნო. კობაიძის ახლობლები ამბობენ, რომ მეუფეს მოხუცი ქალის მონაზვნად კურთხევაზე ხილვა ჰქონდა.

კობა კობაიძე, იგივე მამა დავით აქიაშვილი ბრალდებულია მონანული ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

შეგახსენებთ, 20 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).

არსებული ინფორმაციით, მამა დავითმა არქიმანდრიტ საბას იარაღი ხელში ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციამ თავდაპირველად სასულიერო პირი დააკავა, შემდეგ კი გაუშვა.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved