კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს:
შავზე თეთრის მტკიცება ჩვენი ეროვნული სპორტია. გასაგებია, რომ ვიღაცას “ცუდიანების” გამარჯვება არ უნდა, ისიც მესმის – დამაბნეველია, როგორ შეიძლება სასარგებლო საქმე იმავდროულად კონსტიტუციის საწინააღმდეგოც იყოს, მაგრამ როგორც ჩანს ასე ფორმულებით მსჯელობა უფრო ადვილია და ესეც გავიხსენოთ: “პლატონი ჩემი მეგობარია მაგრამ სიმართლე უფრო დიდი მეგობარია!”
სინამდვილეში ცუდები მაშინ გაიმარჯვებენ როცა კონსტიტუციის ინსტრუმენტალიზაციას დავთანხმდებით ჩვენი პრეფერენციების გამო.
კომენტარები