• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის დენსიტომეტრია და რა საფრთხის არიდებაა შესაძლებელი მისი დახმარებით?

ალია ავტორი - ალია
20:31 09-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,846

ნინო ღამბაშიძე ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი–რადიოლოგია, კლინიკის ჯგუფს 2011 წლიდან შეუერთდა. გვიყვება, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ექიმი გამხდარიყო. უნივერსიტეტში სწავლის დროს კი განსაკუთრებით დაინტერესდა რადიოლოგით და დღეს ეს მისი საყვარელი პროფესიაა. თვლის, რომ რადიოლოგია ის საქმიანობაა, რომლითაც გარდა დაავადებების დადგენისა, რისკების გამოთვლა და პრევენციაც შესაძლებელია და საშუალება აქვს ადამიანები წინასწარ დაიცვას ჯანმრთელობის პრობლემებისგან.
დღეს, ნინო გვიამბობს კვლევაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი საშუალებით

–რა არის დენსიტომეტრია? როგორ ხორციელდება დენსიტომეტრიული კვლევა?

– დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებული ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრია, რომელითაც შესაძლებელია ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება და ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, ჩვენს კლინიკაში გვაქვს Osteosys ულტრათანამედროვე Excellus დენსიტომეტრი, რომლის საშუალებითაც ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა წელის მალების პირდაპირ და გვერდით პროექციაში, მენჯ-ბარძაყის და წინამხრის არეში, ამასთანავე Frax კალკულატორის საშუალებით ხდება ბარძაყის ყელის მოტეხილობის 10 წლიანი რისკის დადგენა.

–სწორად გავიგე, ანუ, მომავალი 10 წლის მანძილზე, მემუქრება თუ არა მოტეხილობის საფრთხე, არის თუ არა ძვალი დასუსტებული, მაგას ადგენთ?

–კი, ნამდვილად ეგრეა. Frax კალკულატორის მეშვეობით, აპარატი თავად ითვლის რისკებს და ცხადია, შესაბამისი მკურნალობით, ამ რისკების თავიდან აცილება შეგვიძლია. უნდა აღინიშნოს რომ ოსტეოპოროზის დროს ხშირია ხერხემლის კომპრესიული, წინამხრის დისტალური ნაწილის; მხრის პროქსიმალური ნაწილის; ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობა.

–კვლევა უსაფრთხოა?

–კვლევა ეფუძნება რენტგენის სხივების გამოყენებას, თუმცა გამოსხივების ხარისხი გაცილებით ნაკლებია ვიდრე სტანდარტული რენტგენული კვლევის დროს, ამიტომ ეს მეთოდი პრაქტიკულად უსაფრთხოდ, მცირეინვაზიურად მიიჩნევა და ვიყენებთ ბავშვებშიც, კვლევის ჩატარების უკუჩვენება მხოლოდ ორსულობაა.

–როდის არის ეს კვლევა რეკომენდირებული? რა სიმპტომების დროს?

–კვლევა რეკომენდირებულია პაციენტებისთვის რომლებიც მიეკუთვნებიან ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ჯგუფებს, ოსტეოპოროზი კი ძვლოვანი სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება ძვლის მასის შემცირება და სიმყიფის გაზრდა, შესაბამისად მოტეხილობის რისკიც მაღალია, აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული კლინიკური ნიშანი, ის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილების გარეშე მიმდინარეობდეს და მოტეხილობის შემდეგ გამოვლინდეს.

–რაკი, ოსტეოპოროზს სიმპტომები არ გააჩნია ასე მკვეთრად გამოხატული, და მხოლოდ მოტეხილობების შემდეგ ვლინდება, ალბათ, საუკეთესო გამოსავალია, ყველამ დავიზღვიოთ თავი და კვლევა ჩავიტაროთ. თუმცა, იქნება, გარკვეული ჯგუფები, ვისთვისაც ამ კვლევის ჩატარება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომელია ეს ჯგუფები?

–კვლევა გამოიყენება ოსტეოპოროზის დასადგენად ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ჯგუფების პაციენტებში, რისკ-ჯგუფებს კი მიეკუთვნებიან პაციენტები:
პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონები; მამაკაცები, რომლებშიც დაბალია ტესტოსტერონის დონე; პაციენტებს რომლებსაც აქვთ ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია ან თვითონ მოტეხილობები ანამნეზში; პაციენტები, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ასევე ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი,  პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი; რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა; ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად  მიღება როგორიცაა: პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი; ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი);  თირეოიდული ჰორმონები ასევე იწვევენ ოსეოპოროზის განვითარებას; კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
ნაკლები ფიზიკური აქტივობა.

–გარდა კვლევისა, რა პროფილაქტიკურ ზომებს გვირჩევთ, ოსტეოპოროზის წინააღმდეგ?

–რაც შეეხება ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას, უნდა მოვახდინოთ  სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და ყოველდღიურად დაახლოებით 1000მგ. კალციუმის მიღება ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე, უარი უნდა ვთქვათ მწეველობის მავნე ჩვევაზე და ალკოჰოლის მოხმარება შევზღუდოთ, შევძლოთ გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზების მინიმუმამდე დაყვანა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო საშუალებების მიღება. ჰორმონით მკურნალობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კალციუმისა და D ვიტამინის ადეკვატური დოზებით მიღება და ასევე ფიზიკური აქტივობა.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved