• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვახტანგ, შენ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ბრძანდები, ამიტომ ვერანაირად ვერ მივიღებ ამ პასუხებს” – დავით უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:29 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიაზე უსმენენ, მიმართა და უთხრა:

„მე მინდა ბატონ მინისტრს ვუთხრა, რომ არ არის ეგრე, რომ საქმე არ გაგიკეთებიათ. ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ გთხოვთ, ამ ყველაფრიდან გაკვეთილებიც გამოვიტანოთ, სისტემა აეწყოს უკეთ

ვახტანგ, ვიცი, რა ხათაბალა საქმეც გაბარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, მაგრამ კიდევ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თანამდებობა გაქვს შენ. სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ბრძანდები. ამიტომ ვერანაირად ვერ მივიღებ პასუხებს, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს საქმეა, ეს გეოგრაფების და ჰიდროლოგების საქმეა და ა.შ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვახტანგმა ან დათომ, ეს ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ აუცილებელია, რომ სადღაც ეს ცოდნა, ექსპერტიზა, გამოცდილება თავს იყრიდეს. სად უნდა იყრიდეს? უსაფრთხოების საბჭო ამიტომ გვაქვს, უსაფრთხოების საბჭოში სიტუაციების ოთახი ამიტომ გვაქვს. ბრიტანელებმა ამიტომ ჩაასხეს ამდენი ფული, რომ ჩვენც გვქონოდა ცივილიზებული სისტემა იმისა, რომ ჩვენ გვცოდნოდა, როგორ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება და საკითხების მოწესრიგება. ამას ვერ ვხედავთ და სწორი და კარგი ნაბიჯები უმეტეს შემთხვევაში მარიფათიანი გოგო-ბიჭების დამსახურებაა. როცა ასე უსისტემოდ და არაფორმალურად ხდება საკითხებთან გამკლავება, იქ დიდია რისკი და გარდაუვალია არასწორი გადაწყვეტილებები და შეცდომები“.

 

კითხვები, რომლებიც მინისტრის პასუხებმა გააჩინა – რას ამბობს და რას არ ამბობს გომელაური?

თეგები: დავით უსუფაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved