• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარტიაში სერიოზული უთანხმოება გვაქვს” – ენმ, თუ სხვა პარტია? – რას აანონსებს მელია

ალია ავტორი - ალია
02:54 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,134

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, მთავარ არხთან ამბობს:

“57 000 000$ ორ დღეში შეეწირა ბიძინა ივანიშვილის ახირებას, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ განულებულია. ოცდაათწლიანი შრომითა და წვალებით მოპოვებული რეპუტაცია არანაირად არ უნდა გადაყოლოდა ბიძინა ივანიშვილის ამ ახირებას…

პოლიტიკურად, ბიძინა ივანიშვილის გადადგმული ეს ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ დასავლეთს ღიად უთხრას – თუ მისი, ოჯახის წევრების ან კლანის წევრების დასანქცირებას დააპირებენ, ის ყველანაირად ეცდება წინააღმდეგობის გაწევას… მან შესანიშნავად იცის, რომ მისი ერთადერთი პარტნიორი რუსეთია.

ჯერი ჩვენზეა – ისტორიული არჩევანი ვერ გადაიწერება…

ჩვენ, თანამედროვე ქართველებს ამ ქვეყანის მომავლის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეგვიძლია.

უნდა გვეამაყებოდეს, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მოქალაქეობრივი სიტყვა საქმით, მონდომებითა და მოტივაციით ვთქვათ. ვიყოთ ამაყები, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, გავამყაროთ სახელმწიფოებრივი შესაძლებლობები და ასევე, გადავიყვანოთ ეს ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან.

მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ვიბრძოლებ ამ ქვეყნის დამოუკიდებელი მომავლისთვის.

პარტიაში სერიოზული უთანხმოება გვაქვს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მე ამ დღეებში არ მინდა ამაზე ვისაუბრო… მე აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რის გამოც შემოვედი ამ ბრძოლაში 2013 წელს. ნათელი აუცილებლად მოეფინება ენმ-სთან ერთად ვიბრძოლებ თუ პარტიასთან ერთად, რომელიც ჯერ არ დაფუძნებულა.

არ შეიძლება თანამებრძოლობა არ იყოს დაფუძნებული ღირებულებებსა და ფასეულობებზე.

როდესაც ასეთი აცდენა მაქვს პარტიის ახლანდელ მენეჯმენტთან, რა თქმა უნდა, საბოლოო აკორდს ავიღებ და ვიტყვი, თუ მომიწია ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღება.”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved