• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაში იხდის სამინისტრო 1 მილიონს, როცა ბავშვების კვებას უფულობის მიზეზით არ აფინანსებს?

ალია ავტორი - ალია
21:11 09-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,312

ფოტოკოლაჟი – ბათუმელები

განათლების სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება 2023 წელს გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესებას. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, „მასწავლებლის ეროვნული დღის“ აღნიშვნაზე სამინისტრო ბიუჯეტიდან წელს დახარჯავს 600 ათას ლარს, მომავალ წელს კი – 1  მილიონ ლარს.

პროექტის მიხედვით, წელიწადში 10 მასწავლებელი უნდა დაჯილდოვდეს 10-10 ათასი ლარით, მათთვის ასევე დამზადდება სამკერდე ნიშნებიც.

აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი – 500 ათასი ლარი, ღონისძიების მოწყობაზე დაიხარჯება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში არსად წერია, თუ რატომ ითხოვს სამინისტრო 2024 წლისთვის 1 მილიონ ლარს. განმარტებითი ბარათში არც იმის შესახებ წერია, გაიზრდება თუ არა მომავალ წელს დასაჯილდოებელი პედაგოგების რაოდენობა ან კონკრეტულად რა აქტივობებს უნდა მოხმარდეს დამატებით მოთხოვნილი 400 ათასი ლარი.

მთელი წელია მასწავლებლების დიდი ნაწილი საბაზისო ხელფასის გაზრდას მოითხოვს. ასევე, ღირსეულ პენსიას იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საპენსიო ასაკი აქვთ, მაგრამ სისტემიდან დაბალი პენსიის გამო ვერ გადიან.

ცოტა ხნის წინ მასწავლებლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნის კამპანია საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზეც წამოიწყეს, თუმცა მთავრობამ მათი ყველა კომენტარი წაშალა.

გარდა ამისა, რამდენიმე წელია როგორც მასწავლებლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სკოლაში უფასო კვების დანერგვას, რადგან სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ბავშვების დიდი ნაწილი შიმშილობს.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ ჩხენკელის მინისტრობის დროს აცხადებდა, რომ სკოლებში უფასო კვების პროექტზე „იუნისეფთან“ ერთად მუშაობდა, ეს საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი სახელმწიფოს მიერ.

მარინე კვარაცხელია, რომელიც წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალშია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქართულ ენისა და ლიტერატურას ასწავლის, მიიჩნევს, რომ 1 მილიონი ლარის დახარჯვა ისეთ ღონისძიებაზე, რომლის მსგავსი ქვეყანაში უკვე არსებობს, არარაციონალურია.

მარინა კვარაცხელია, “ნეტგაზეთთან” ამბობს:

“როცა ამდენი ბავშვი შიმშილობს, კარგი იყო ეს პრობლემა გადაეჭრათ, რადგან ბავშვმა რომ იაზროვნოს გაკვეთილზე, მისი საჭიროებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

ბავშვს არ უნდა ციოდეს, არ უნდა შიოდეს და მერე დაინტერესდება სწავლითაც“

სკოლებში უფასო კვების საპილოტე პროგრამა გასულ წელს წალენჯიხის მერიამ დანერგა და 276 ბავშვს უფასო კვება დაუფინანსა. ერთ ბავშვზე 4 ლარი იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული.

მიმდინარე წელს კი სურდათ უფასო კვება მეორეკლასელებისთვის დაეფინანსებინათ და ამ მიზნით საქართველოს მთავრობას მიმართეს თანხის გამოყოფის მოთხოვნით. თუმცა როგორც წალენჯიხის ვიცე-მერმა, თამარ ბელქანიამ „ბათუმელებს“ განუმარტა, მთავრობამ მათ თხოვნას არ უპასუხა.

„მოვითხოვეთ იგივე თანხა – 200 ათასი ლარი, მაგრამ სახელმწიფომ პასუხიც კი არ გაგვცა, თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც ვერ დააფინანსებდნენ ბავშვებს.

ჩვენი გამოთვლებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელის კვება რომ დავაფინანსოთ, ბიუჯეტის 0.7 პროცენტია საჭირო, თუმცა სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებაზე არ ზრუნავს“, – ამბობს თამარ ბელქანია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ამიტომ შესაძლოა ბიუჯეტის გაზრდა სამინისტროს სწორედ პედაგოგების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჭირდება.

„თუ ამ მილიონი ლარის ხარჯვის მიზანი პედაგოგების კეთილგანწყობის მოპოვებაა საარჩევნოდ, მაშინ არა მგონია, რომ ეს კეთილგანწყობა მოიპოვონ, რადგან ამ ჯილდოს ყველა მასწავლებელი ვერ მიიღებს ხომ?

ამიტომ ჯობდა, ეს თანხები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისკენ მიემართათ“, – ამბობს მარინე კვარაცხელია.

წყარო – ბათუმელები

თეგები: განათლების სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved