• რეკლამა
  • კონტაქტი
15:37, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფულს თუ არ მოიტან, ამოგიდებ ყ@@@ ქვეშ” – შსს–მ “ფამფალა”, “როკო”, “ტონი” და კიდევ 10 პირი დააკავა – აიდიოფაილი

ალია ავტორი - ალია
18:51 09-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციასთან და გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1961 წელს დაბადებული გ.ლ.; 1992 წელს დაბადებული გ.ხ.; 1982 წელს დაბადებული ვ.ჩ. (მეტსახელად „ფამფალა“); 1992 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ტონი“) და 1991 წელს დაბადებული რ.ო (მეტსახელად „როკო“).
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე კი დაკავებულია 1999 წელს დაბადებული თ.ქ.; 1988 წელს დაბადებული ი.ჩ.; 1982 წელს დაბადებული ლ.ს.; 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ.; 1976 წელს დაბადებული გ.კ.; 1995 წელს დაბადებული ო.კ.
წარსულში ნასამართლევ 1961 წელს დაბადებული ა.ფ.-ს და 1995 წელს დაბადებული გ.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ედებათ.
„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ რომან ხმალაძეს და 1978 წელს დაბადებულ ლევან მარღიას.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ისინი ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.
ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერ ქურდების“ მითითებებს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა პირებმა, ერთ-ერთ ბრალდებულს – 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ონლაინ სამორინეში დიდი ოდენობით მოგებული თანხიდან ე.წ. „ქურდული წილის“ გადახდა მოსთხოვეს. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს და არსებული საკითხის შესახებ „კანონიერ ქურდს“ – ჯეირან კინწურაშვილს შეატყობინეს, რა დროსაც ის საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დაჰპირდა მხარდაჭერას. ამის შემდეგ კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის, ე.წ. „კანონიერი ქურდებისთვის“ და კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ფულადი თანხის გადარიცხა განხორციელდა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომობილი, ოქროს ნივთები და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
ასევე, სამართალდამცველების მიერ ბრალდებული გ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, მჭიდები და 50-მდე ვაზნა, ხოლო ბრალდებულის ვ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

 

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved