• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაღაც ახალია საჭირო, ცეცხლი უნდა გავრცელდეს!“ – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:57 09-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
256

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:

„სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა, კონკრეტული ფაქტების, პირების და კავშირების წარმოდგენით, დაადასტურა ის, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით – ქვეყნის გარეთ შემუშავებულია თბილისის ქუჩების “მაედანიზაციის” სცენარი. გლობალური ომის პარტიის დამქაშებს სურთ მსხვერპლით, სისხლით და არეულობით შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც უცხო ქვეყნების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დააყენა. წარუმატებელი უკრაინული კონტრშეტევის ფონზე, მეორე ფრონტი დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს!
რაღაც ახალია საჭირო, ცეცხლი უნდა გავრცელდეს! დასავლურ-ლიბერალურ პროპაგანდას ახალი მსხვერპლი ჭირდება!
აღნიშნული სცენარი კავშირშია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების უკიდურეს ესკალაციასთანაც.
მშვიდობის და სტაბილურობის ისეთ რელსებზე დგება საქართველო, საიდანაც გადაყვანა ძალიან გაუჭირდება, ისედაც კატასტროფის წინაშე მყოფ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას, ამიტომ დრო არ ითმენს, ოქტომბერ-დეკემბერში სასწრაფო “მაედანიზაცია!”
დრო შემთხვევით არ არის შერჩეული, სწორედ ოქტომბერ-დეკემბერია ის პერიოდი, როდესაც ევროკავშირმა “პადაჩა” უნდა აუწიოს “მაედანიზაციის” სცენარს – სტატუსზე კიდევ ერთი უსამართლო და უსაფუძვლო უარით.
ყველას ვურჩევ, ვისაც პროპაგანდის საშუალებით ამ სცენარში ჩართვას უპირებენ, გადახედონ უკრაინის “გამოცდილებას” რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა “მაედნის” შემდეგ…
ხოლო, ვინც ამას გეგმავს და გაცნობიერებულად ერთვება ჩვენი, ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევაში, იცოდეს, რომ კანონის გარდა, პასუხისგება მოუწევს ქართველი ხალხის წინაშე!!!“
თეგები: ვატო შაქარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved