რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის საქართველოს დაკავებული მოქალაქე.
კომენტარები