• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ვინმეს ურჩევნია სტატუსი ჩავარდეს, რომ ამით ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის ნიადაგი შეიქმნას, ღრმა ილუზიებშია” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:44 09-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128
დეპუტატი, რომან გოცირიძე:
როცა ამბობენ, რომ ამ ხელისუფლებას არ უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და იგივენი ასევე ამბობენ (პოლიტიკოსები შეფარვით, ექსპერტები ღიად), რომ ჯერ ხელისუფლების შეცვლაა საჭირო და მერე სტატუსი, ამით ფაქტობრივად მხარს უჭერენ და განამტკიცებენ ხელისუფლების პოზიციას.
ოცნებას ორი ალტერნატივიდან, ან სტატუსი ან ვალდებულებების შესრულება, რომელსაც მოჰყვება ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტების შესუსტება, ურჩევნია პირველზე უარის თქმა. ამიტომაცაა ეს რეჟიმი ანტისახელმელმწიფოებრივი. პრიორიტეტები აქვს არეული.
არის კიდევ ერთი გარემოება-როცა ამბობ, რომ არ ვარგა ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსის მიღება, რადგან ეს გააძლიერებს მას როგორც ახლა, ასევე გრძელვადიან პერიოდში( ბოლო დღეებში გაჩნდა ამ სახის ექსპერტული წერილები იპოზიციურ ფლანგზე), ამით ფაქტობრივად არბილებ ჩვენი მოქალაქეების გულისწყრომას ხელისუფლების მიმართ როგორც ახლა, ასევე სამომავლოდ, სტატუსის ჩავარდნის შენთხვევაში. სტატუსის არმიღება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია და არ იქნება ეს მისთვის ადვილად გადასატანი. ამაში ქუჩის მძაფრ საპროტესტო აქციებსაც ვგულისხმობ. ამავე დროს, თუ ვინმეს ურჩევნია სტატუსი ჩავარდეს, რომ ამით ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის ნიადაგი შეიქმნას, ღრმა ილუზიებშია ჩავარდნილი. ქუჩის პროტესტი ხელისუფლების დასუსტების და არჩევნებში გამარჯვების გზა უნდა იყოს( აქამდეც ასე უნდა გვეფიქრა) და არა ერთ ღამეში საქმის მოთავების. “რატომ არ დაგვტოვეს ღამით”-ესეც ამ ილუზიის ნაირსახეობაა. სინამდვილეში ბევრჯერ იყო “ღამით დატოვების” მცდელობა, მაგრამ დილით ათიოდე კაცი თუ იყო შემორჩენილი.
“ეს ხელისუფლება არჩევნების გზით არ შეიცვლება” ისეთივე მავნებლური ლოზუნგია, როგორც “ღამით დარჩენის” ყოვლისშემძლეობის ილუზია.
ასეთი ანტიეროვნული პარტია დღემდე რომ ხელისუფლებაშია, არა მისი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის სისუსტის, მისი მუდმივი შეცდომების შედეგია. არჩევნებამდე საკმაო დროა ძველი თამაშის წესებისა თუ იდეების შესაცვლელად (მედიაშიც, სხვათა შორის), რომელსაც წარმატება არ მოჰყოლია.
სტატუსის მიღება აუცილებელია ქვეყნის მომავლისთვის. ვისაც ეს ასე არ ჰგონია, გამოვიდნენ და ღიად თქვან და ფეისბუკლაიკებით ნუ შემოიფარგლებიან. ღიად ამაზე საუბარი დამაზიანებელია? რა თქმა უნდა. ხალხი მთავარში იშვიათად ცდება.
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved