• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილმა ცოლის დაბადების დღისთვის მთელი ციხე-სიმაგრე დახურა – მედია

ალია ავტორი - ალია
22:10 09-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,014

ტვ პირველი ინფორმაციით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის დაბადების დღისთვის მთელი სასტუმრო კომპლექსი და “შატო დე ვერეს” 7 დარბაზი დახურეს. მედიის ცნობით, იარაღიანი დაცვა სასტუმროს პარკინგთან  სათითაოდ ხვდებოდა ნუნუკა თამაზაშვილის სტუმრებს და რესტორნამდე აცილებდა.

უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობა მხოლოდ პირველი ლედის დაბადების დღეზე სტუმრების მიღება გაცილება არ ყოფილა. ისინი უზრუნველყოფდნენ პარკინგზე გაჩერებული მანქანების შიდა სივრცეში შეყვანას რომ სტუმრებს გზა რესტორნიდან ავტოსადგომამდე ფეხით არ გაევლოთ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 6 სექტემბერს პრემიერის ოჯახის პირად წვეულებაზე დღის 4 საათიდან იყო მობილიზებული. მინიმუმ ღამის 2 საათამდე წვეულების დასრულებას პირადი მცველების ნაწილი მანქანაში უცდიდა.

ტვ პირველის ცნობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე თენგიზ კვაშილავა, რომლის მოვალეობა წესით ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება, საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობაა. ამ შემთხვევაში  პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღეზე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული.

კვაშილავა, რომელიც წესით საქართველოში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრებს , პრეზიდენტებს, და უცხოურ დელეგაციებს უნდა მასპინძლობდეს, იმ დღეს პირველი ლედის პრივატული წვეულების სტუმრების მიღება-გაცილებას უზრუნველყოფდა. მედიის ცნობით, როდესაც მან ნახა, რომ კამერა იღებდა, მისი  დამტვრევაც სცადა

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved