• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იქნება კატასტროფა ყველასთვის და იმედია, ალიევი ამაზე არ წავა” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
20:05 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,221

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

“ფაშინიანმა სომხეთის წარმომადგენელი გამოიწვია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო-დან); მანვე განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთზე უსაფრთხოების საკითხებში ჩამოკიდება შეცდომა იყო; სექტემბერში სომხეთში იგეგმება სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება, რაზეც პროტესტი გამოხატა პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა; ფაშინიანმა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა უკრაინას და სომხეთის პირველი ლედი კიევში გაემგზავრა.

ასე მკაფიო ფაშინიანი 2018 წელსაც არ ყოფილა რუსეთთან მიმართებაში. როგორც პრაქტიკა და წარსული აჩვენებს, თუ პუტინს აქვს ამის საშუალება, ასეთ ქმედებას დაუსჯელს არ ტოვებს.
ამიტომ, არის ალბათობა აზერბაიჯანი კიდევ ერთ ომზე მიუშვას, ბოლომდე დააჩოქოს სომხეთი და გამოიწვიოს ერევანში რეჟიმის ცვლილება. დაჩოქებული, დამონებული სომხეთისგან შეეცადოს შექმნას მისი უპირობო სატელიტი, დაახლოებით ისეთი, საქართველო რომ იყო ბალტინის ჯარების შემოსვლის შემდეგ, 1993-1995 წლებში.
რას მოყვა ფაშინიანის ეს ქმედება? ყარაბაღის ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაძრა ჯარები ყარაბაღის მიმართულებით, ხელჩართული შეტაკებები და საარტილერიო დაბომბვები მიდის. აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ან ემზადება ომისთვის ან ტესტავს რუსეთის რეაქციას.
რუსეთმა არავითარი რეაქცია არ გამოავლინა და ამაზე იყო ფაშინიანის რეაქცია.
ახლა ჩანს, რომ ფაშინიანის ერთადერთი რეალური მოკავშირე არის ირანი. დასავლეთი აღშფოთდება, მაგრამ ხელშესახებს ვერაფერს იზამს. რას იზამს ირანი? მაქსიმუმ იარაღის მთავარ მიმწოდებლად იქცევა სომხეთისთვის. ეყოფა ასეთი დახმარება სომხეთს? არა მგონია.
მე პირადად ვერ ვნახე მედიაში, მაგრამ ქალბატონ Lela-ს ეწერა, რომ ალიევმა მკაცრად ილაპარაკა საქართველოზე და ისიც დაამატა, რომ გაზის ტარიფები არის გადასახედიო. ეს მას უთქვამს რუსულენოვან Baku TV-ზე.
თუ ეს განცხადება მართლა იყო, რას ნიშნავს ის? სომხეთმა ომის დროს ტრანზიტი შეიძლება მიიღოს მხოლოდ ორი ქვეყნიდან – საქართველო და ირანი. ეს ჩანს მკაცრ გაფრთხილებად, რომ თუ სომხეთს ომის დროს სამხედრო ტრანზიტის უფლებას მისცემთ, ამისთვის ძვირ ფასს გადაიხდითო.
ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ მაშინ, როცა ომს არ აპირებენ.
ვერ ვიმარჩიელებ რა მოხდება, მაგრამ ზემოხსენებული არგუმენტებით ისე ჩანს, რომ ომი უფრო მოხდება, ვიდრე არ მოხდება.
რა შედეგები მოჰყვება ომს? ფაშინიანის ძალიან პროგრესული ხელისუფლების დასრულება, სავარაუდო ეთნოწმენდა და უამრავი სურვილი; ამასთანავე, ალიევის სახით რეგიონში ავტორიტარიზმის განვითარება. ეს მოკლევადიან პერსპექტივაში.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სომხეთი და აზერბაიჯანი ორივე გათავისუფლდებიან რუსეთისგან დამოკიდებულებისგან, რაც ორივესთვის კარგია.
ჩემი აზრით, ეს რომ არ მოხდეს, რუსეთი აზერბაიჯანს მიუშვებს არა ყარაბაღზე, არამედ სიუნიქზე (ზანგეზურზე), რათა კონფლიქტი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ფარგლებში კი არ აღმოიფხვრას, არამედ მისი ახალი კერა გაჩნდეს. ეს იქნება კატასტროფა ყველასთვის და იმედია ალიევი ამაზე არ წავა.
სად ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ ტერიტორია და ძალიან მკრთალად ვატარებთ სახელმწიფო ნიშნებს. ალიევსაც არ უნდა გაებედა ის განცხადება და არც ქნესეთის თავმჯდომარეს უნდა ექნია მუშტები ირანისთვის, საქართველოს სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანდასწრებით.
შეგახსენებთ, სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქართველოს მიერ კონტროლირებადი მონაკვეთი ჯერ კიდევ 1990-იანებში დანაღმეს აზერბაიჯანელებმა. გადმოვიდნენ ჩვენს საზღვარზე და დანაღმეს, რათა იქიდან სომხების შემოსვლა აღეკვეთათ. ამ ტერიტორიას დღემდე ვერ განაღმავს ქართული მხარე, რადგან აზერბაიჯანელები არიან წინააღმდეგები.
“გარეჯი საქართველოა!”-ს ყვირილით რომ მიგიყვანეს საარჩევნო ყუთებთან 2020-ში, რეალურად ასეთი უუნარო ხალხია ესენი.”
თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved