• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აჭარაზე მოგიყვებით. აჭარაზე და აჭარლებზე” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
17:10 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორი კეკელიძე:
“ჰოდა, აჭარაზე მოგიყვებით. აჭარაზე და აჭარლებზე.
მე ეგრე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, გამორეულა შემცდარი კაცი და ამრეზით უთქვამს ვინმესთვის: ,,რას შვები, ბიჭო, აჭარელი ხომ არ ხარ?!” ცინიკური იყო ეს ნათქვამი. ცინიკური, მავნე და რაც უმთავრესია – უსაფუძვლო. მაშინ განა ცხადად ვხვდებოდი, პატარა ვიყავი და ვერ – არც მიზეზი მიძებნია, სანამ ცოტა არ მოვიზარდე. ასე მოხდა – ცალკე საქმემ და ცალკე სურვილმა მიკარნახა – აჭარაში, თითქმის ყველა სოფლის კარზე დავაკაკუნე. მალევე და იოლად ჩავწვდი – სხვა, დიდი მტრის განზრახული და კარგად მოფიქრებული მახის ნაწილი იყო ის სიტყვები, ჩვენს ამ გაუგებარ ურთიერთკილვას და დაუნდობლობას რომ კარგად იცნობს – მისი.
ხოლო აჭარა არის ყველაზე ზუსტი ისტორია იმ ქვეყნის გადარჩენის, საქართველო რომ ჰქვია. გაძლების და გამარჯვების ისტორია. თავის დანარჩუნების და არგაბოროტების. არდაბეჩების, არამედ ტკივილის დამორჩილების, გადადნობის და ძალად ქცევის. ჩახედეთ აჭარელ მოხუცს მორცხვ თვალებში, ეგ თვალები ირეკლავს დიდ, ძნელ გზას. ეგ თვალები, ღიმილი და ჯადოქრული სითბო, თუ ხელი დაგადო და მოგიჭირა. ძლიერად და დაჟინებით. ჰო, აჭარლები სხვანაირად იღიმიან. თითქოს ტკივათ, იმ წლების ლოდები ტუჩებს ტირილისკენ ექაჩება, მაგრამ ლოდებზე ძლიერია სხვა რამ, უსახელო და ძნელად გასაგები – ღიმილით ცრემლების დამთრგუნველი. ის სხვა რამ არის აჭარა. ის სხვა რამ არის საქართველო.
იცით? აჭარელი არასდროს გაწუხებს. არასდროს. განდაგანაც ხომ ეს ცეკვაა, სხვების არ შეწუხების და საქმის ჩრდილში კეთების. გან და გან, მაგრამ ახლო და ახლო. ეს არის აჭარა. და აჭარელი. დიდი ამბის ჩუმად მქმნელი და არმთქმელი.
ახლა ხულოში ვარ. ვწევარ და ამეებზე ვფიქრობ. ჰოდა, ამ ფიქრში გარეთ გავიხედე და კიდევ ეს ცაა აჭარა. და ეს ვარსკვლავები. ახლოები და დიდვან-დიდვანი. დიდვან-დიდვანი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved